საათობით ღია ცის ქვეშ ჯდომა და მზის ჩასვლის ყურება, ვარსკვლავებზე დაკვირვება, გაუთავებელი სიმღერა, გიტარაზე დაკვრა, კოცონის დანთება და მის გარშემო ცეკვა, მზის ამოსვლის შეხვედრა... ეს ყველაფერი საოცრად რომანტიულია, რაცკარვების ტურსა და ლაშქრობებს ყოველთვის თან ახლავს.
ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომელთა ნახვის შემდეგაც, კომფორტისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების
მოყვარულებსაც კი, აუცილებლად მოგინდებათ, ერთხელ მაინც გაატაროთ დასვენების დღეები მსგავს სიტუაციებში.
საზღვარგარეთ წასვლამდე კი გეტყვით, რომ საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც სასიამოვნო და ემოციებით დატვირთული ლაშქრობების მოწყობაა შესაძლებელი. ამავე დროს, მინიმალური ხარჯებით შეიძლება თითქმის მთელი საქართველო და არა მხოლოდ საქართველო შემოიარო. ამისათვის აუცილებელი ელემენტია კარავი, საძილე ტომარა და მოხერხებული ზურგჩანთა. გარდა ამისა, სასურველია თან იქონიოთ ფარანი, საწვიმარი ლაბადა, ასანთი, დანა და ათასისხვა წვრილმანი.
ტაილანდის ნაციონალური პარკი.
ორნი იდუმალ ტყეში.
შოტლანდიის მთები.
კორდილიერების მთათა სისტემაში შემავალი კლდოვანი მთები.
ჩრდილოეთის ნათება, კანადა.
ხედი ეტნადან, სიცილია, იტალია.
ტაილანდის ნაციონალური პარკი.
ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, ბულგარეთი.
კემპინგის ფესტივალის 1000 მონაწილე ჩინეთში.
კემპინგი 3000 მეტრის სიმაღლეზე.
დასაძინებელი ადგილი ნამდვილი ალპინისტისთვის.
კარავი ჩრდილოეთის ნათების ფონზე.
ალპებში, იტალიასა და საფრანგეთს შორის.