x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
ყველაზე, ყველაზე უცნაური

imageადამიანის ფანტაზია მართლაც, რომ უსაზღვროა, ისინი არ ჯერდებიან სპორტის ტრადიციულ სახეობებს და ახალ, ორიგინალურ ასპარეზობებს იგონებენ. ასე მაგალითად; ირლანდიაში ყოველწლიურად ტარდება ჩემპიონატი ყველის დაჭერაში. აქ ერთადერთი მარტივი წესი მოქმედებს, რადაც არ უნდა დაგიჯდეს დაიჭირო ყველი, რომელსაც ციცაბო გორაკიდან აგორებენ. შეჯიბრებაში ძალიან ბევრი მოხალისე მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან ტრავმატულია, რადგან მოთამაშე 90-100კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

სპორტის უცნაური სახეობა მოიფიქრეს ფინელებმა. ამ თამაშის აზრი შემდეგში მდგომარეობს: მამაკაცმა ხელში აყვანილი ცოლით უნდა შემოირბინოს სპეციალურად მოწყობილი მოედანი, გამარჯვებული კი ის არის ვინც ყველაზე სწრაფად გააკეთებს ამას. ამ სპორტმა მრავალ ქვეყანაში მოიპოვა პოპულარობა.

გამომგონებლობის ნიჭით ფინელებს არც უელსელები ჩამორჩნენ. აქ ტარდება ცნობილი რბოლა, ადამიანი ცხენის წინააღმგედ. რბოლისთვის იქმნება სპეციალური მარშრუტი, რომელიც 35 კილომეტრზეა გადაჭიმული. ამ ტერიტორიაზე არის როგორც ბუნებრივი, (ტყეები, მთები, მდინარეები) ასევე ხელოვნური ბარიერები. ამ შეჯიბრებას საფუძველი საზღვაო ჯარისკაცმა ჩაუყარა, რომელიც ფიზიკური კონდიმციების გაუმჯობესების მიზნით ეპაექრებოდა ცხენს. უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირს ბევრი მაყურებელი ჰყავს და საკმაოდ დიდი საპრიზო ფონდიც აქვს.

ორიგინალური რამ მოიფიქრეს ჭადრაკისა და კრივის საერთაშორისო ფედერაციებმა. ამ თამაშის შინაარსი ის არის, რომ მოთამაშეები იწყებენ ოთხ წუთიანი ჭადრაკის რაუნდით და აგრძელებენ ორ წუთიანი კრივით. შემდეგ ისევ ჭადრაკი და ასე გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მონაწილე მეტოქეს ნოკაუტში არ გაგზავნის ან ჭადრაკის პარტიას მოიგებს. ტურნირის დევიზი ასეთია: "ბრძოლების ბედი წყდება რიგზე, ხოლო ომებისა მაგიდასთან".


როგორც ვიცით, ჩვეულებრივ, რაგბს მინდორზე თამაშობენ, მაგრამ ზოგიერთი არაორდინალური ადამიანი ამან არ დააკმაყოფილა და გადაწყვიტეს წყალქვეშ ეცადათ ბედი. აკვალანგებით აღჭურვილი სპორტსმენები ოთხი მეტრის სიღმეზე ცდილობენ, აუზის ფსკერზე დამაგრებულ კალათში, ბურთის ჩაგდებას. აქ მოთამაშე შეზღუდული არ არის, მას შეუძლია ნებისმიერი ილეთისა და ტაქტიკის გამოყენება.

საინტერესო გასართობი მოიფიქრეს თავიანთი ბავშვებისთვის სამხრეთამერიკელებმა, მათ ტრადიციული როდეო გამართეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხარების ნაცვლად პატარა ჟოკეები ცხვრის ზურგზე ცდილობენ თავის შემაგრებას. შეჯიბრება მართლაც სახალისო და მხიარულია.

როგორც ვხედავთ სპორტს უცნაური სახეობები არ აკლია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი არ არის და კიდევ ბევრ გასაოცარ სანახაობას შემოგვთავაზებენ.

imageimageimage


0
420
1-ს მოსწონს
ავტორი:Dato1117
Dato1117
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0