კახეთი სოფელ სანიორეში განახლებული საბავშო ბაღი გაიხსნა 2014, 16 სექტემბერი, 1:33
15 სექტემბრიდან თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაგა-ბაღი მიიღებს. განახლებული ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანმა, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს. მათ გარემონტებული შენობა დაათვალიერეს და პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. 5 1-ს მოსწონს
|