სიახლეები იცოდით, რომ თამბაქოს მოწევა აზიანებს სპერმას? 2014, 14 სექტემბერი, 15:40 იცოდით, რომ თამბაქოს მოწევა აზიანებს სპერმას?
მეცნიერები აფრთხილებენ მწეველ ქალებს და მამაკაცებს, თუ ისინი აპირებენ გახდნენ მშობლები, თავი დაანებონ ამ მავნე ჩვევას.
ორმა ახალმა გამოკვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოწევა მოქმედებს სპერმატოზოიდის ხარისხზე, მამაკაცები მოწევით ამცირებენ შანსს, გახდნენ მამები, ხოლო ფეხმძიმე ქალები, რომლებიც ბიჭის დედები უნდა გახდნენ, საფრთხეს უქმნიან საკუთარ შვილის გენეტიკას. მოწევის დროს ორგანიზმში ეცემა ცილების დონე, რაც აუცილებელია სპერმის წარმოსაქმნელად, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სპერმატოზოიდი დეენემის დონეზეც ზიანდება, რის შემდეგაც მომავალ გამრავლებაზე ფაქტიურად საუბარი შეუძლებელია. საქართველოში ძალიან დიდი პროცენტია მწეველი მამაკაცების და ქალების, ასე თუ გაგრძელდა მალე შობადობაც საგრძნობლად შემცირდება. ასე, რომ ვიზრუნოთ საკუთარ და ბავშვის ჯანმრთელობაზე. მართალია ძნელია გადაეჩვიოთ ამ მავნე ჩვევას, მაგრამ თავს ძალა დაატანეთ და შეუქმენით ჯანმრთელი მომავალი თქვენს პატარას. 105 5-ს მოსწონს
|