x
სიყვარული – ის რაც ყველას სჭირდება (ნაწილი 1)

სალომე ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო, არაფრით გამორჩეული სხვებისგან, უყვარდა მარტო ყოფნა, წიგნების კითხვა, თანატოლებთან ერთად ყოფნა. მარტო ყოფნის დროს იგი ხშირად წერდა ლექსებსა და მოთხრობებს. მის დაწერილ მოთხრობებს შორის განსაკუთრებული იყო ობოლი ბიჭის – ნიკას ამბავი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობდა თავის ძაღლთან ერთად. მას ხშირად ამცირებდნენ და დასცინოდნენ, რადგან კოჭლი იყო. გული ძალიან ტკიოდა ამ ყველაფრის გამო. ერთადერთი მეგობარი რომელიც მას ჰყავდა მისი ძაღლი იყო. ისინი ერთი ხის ქვეშ ცხოვრობდნენ. მათთან ახლოსუზარმაზარ სახლში მალე ცოლ-ქმარი გადმოვიდა საცხოვრებლად, რომლებსაც ნიკას ასაკის გოგონა ჰყავდათ რომელსაც სოფი ერქვა. ნიკას ძალიან უნდოდა სოფის გაცნობა, მაგრამ სცხვენოდა, ფიქრობდა რომ სოფი არასდროს მოინდომებდა ისეთ ბიჭთან მეგობრობას როგორიც ნიკა იყო. ერთხელ თანატოლი ბავშვები ნიკას დასცინოდნენ და ცუდად ექცეოდნენ. წააქციეს, ეს სოფიმ დაინახა ფაჯრიდან და მაშინვე გარეთ გამოვიდა, ბიჭებს ჩხუბი დაუწყო და მათ წასვლა აიძულა. შემდეგ ნიკასთან მივიდა და წამოაყენა, ასე გაიცნეს ერთმანეთი. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მალე საუკეთესო მეგობრები გახდნენ. სოფი ლამაზი გოგო იყო. ბიჭებს ის ძალიან მოსწონდათ და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა...image

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:ლამაზთვალებას ბლოგი
ლამაზთვალებას ბლოგი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0