x
image
natia.a
სად სჯიან ყველაზე მკაცრად ჰომოსექსუალებს
ბოლო პერიოდში საქართველოში და ზოგადად მთელ მსოფლიოში აქტუალური გახდა ჰომოსექსუალიზმის თემა. ბევრი ითხოვს მისი პროპაგანდის აკრძალვას. ამ პრობლემით უკვე კანონმდებლობაც
ინტერესდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე უმკაცრესი კანონი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.


image

1. სუდანში ერთსქესიანთა კავშირისთვის გათვალისწინებულია 5 ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯაც კი. შარიათის ნორმები, რომლებსაც ემყარება ამ ქვეყნის კანონმდებობა, პირდაპირ კრძალავს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს. მამაკაცი ქალის ტანსაცმლის ჩაცმის შემთხვევაშიც კი ისჯება. ამ ნორმის დარღვევისთვის სუდანის სასამართლომ ზეიმში მონაწილე 19 ახალგაზრდა მამაკაცს საჯაროდ გაროზგვა და თითოეულს 400$-ის ექვივალენტი ჯარიმა მიუსაჯა. თუ დამტკიცდებოდა, რომ ახალგაზრდები არ შემოიფარგლნენ მხოლოდ ქალის ტანსაცმლის ჩაცმით და ჰომოსექსუალური კავშირიც დაამყარეს ერთმანეთთან, ამ შემთხვევაში სასჯელი შეიძლებოდა სიკვდილით დასჯაც ყოფილიყო.


image


2. ტანზანიაში ერთსქესიანთა კავშირი სამუდამო პატიმრობით ისჯება. 2010 წელს ტანზანიის პრეზიდენტმა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დიპლომატს აკრედიტაციაზე უარი უთხრა მისი არატრადიციული ორიენტაციის გამო. ასეთივე პასუხი გასცა ტანზანიის ხელისუფლებამ დევიდ კემერონის მოწოდებას, რათა ქვეყანაში დაეცვათ სექსუალურ უმცირესობათა უფლებები, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი მას ფულად დახმარებას შეუწყვეტდა. „ჩვენ არ გვინდა ამ სისულელის დაკანონების ხარჯზე დახმარებისა და ფულის მიღებას“ - განაცხადა ტანზანიის ხელისუფლების წარმომადგენელმა.


image

3. სამუდამო პატიმრობით ისჯება ჰომოსექსუალიზმი ბარბადოსშიც.
ტურისტული სააგენტოები სპეციალურად აფრთხილებენ ტურისტებს, რომ ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს თავი შეიკავონ ჰომოსექსუალიზმის უმცირესი გამოვლინებისგან, რადგან ამას შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს როგორც მოსახლეობის, ასევე ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან.


image

4. საუდის არაბეთში ერთსქესიანთა კავშირი სიკვდილით დასჯას
ექვემდებარება. ამის ნათელი მაგალითია 2000 წელს 3 ადამიანის საჯაროდ ხმლით თავის მოკვეთის ფაქტი. ამ ფაქტმა თავის დროზე მსოფლიო აალაპარაკა, თუმცა მას ვერანაირი რეალური შედეგი ვერ მოჰყვა, გარდა იმისა, რომ ტურისტულმა სააგენტოებმა არატრადიციული ორიენტაციის მოგზაურებს რეკომენდაცია მისცა, ამოეღოთ თავიანთი მარშრუტიდან საუდის არაბეთი.


image

5. სიკვდილით ისჯება სოდომური კავშირი ოაეშიც. ამის მაგალითია
ორი ლესბოსელის - ბულგარეთისა და ლიბიის მოქალაქეებისათვის გამოტანილი განაჩენი. მათ ბრალი ედებოდათ „საჯარო ადგილას არაბუნებრივ ხვევნა-კოცნაში“. ლესბოსელმა წყვილმა 1 თვე ოაეს ციხეში დაჰყო, რის შემდეგაც ექსტრადირებულ იქნენ სამშობლოში. უცხოელების ადგილზე ოაეს მოქალაქე რომ ყოფილიყო, სასჯელი თავის მოკვეთა იქნებოდა.


image

6. ერთსქესიანთა კავშირი სიკვდილით ისჯება ირანშიც. 2005 წელს მსოფლიო შეძრა ჰომოსექსუალურ კავშირში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი ირანელი ბიჭის სიკვდილით დასჯამ. მიუხედავად მრავალი ქვეყნიდან მიღებული საპროტესტო ნოტებისა, ირანის ხელისუფლებამ განაჩენი არ გააუქმა. უფრო მეტიც, გასულ წელს, ირანის ადამიანის უფლებათა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯავად ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმს ქვეყნის ხელმზღვანელობა „ამორალიზმად და ავადმყოფობად“ თვლის.


image

7. პაკისტანში ჰომოსექსუალიზმი სამუდამო პატიმრობით ისჯება შარიათის ნორმების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში 1990 წლიდან მოქმედებს. 2011 წელს პაკისტანის ყველაზე დიდმა ისლამურმა პარტიამ „ჯამაათი და ისლამი“, გაავრცელა განცხადება,
რომელსიც ნათქვამია, რომ „ამგვარი ადამიანები (ჰომოსექსუალისტები) ნამდვილი წყევლა და საზოგადოების ნარჩენებია. ისინი არ იმსახურებენ პაკისტანლისა და მუსულმანის სახელს“.


image

8. მალაიზიაში სასჯელი შედარებით „მსუბუქია“: 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. 1998 წელს მალაიზიის ყოფილ ვიცე-პრემიერს, ანვარ იბრაჰიმს ჰომოსექსუალური კავშირის ბრალდებით 15 წლის პატიმრობა მიესაჯა. 2004 წელს განაჩენი გადახედილ იქნა და ბრალდებული გამართლდა. 2008 წელს მას ხელახალი, თუმცა იგივე სახის ბრალდება წაუყენეს, სასამართლო თითქმის 3 წელი გაგრძელდა და პოლიტიკოსი ისევ გამართლდა.

0
57
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0