სხვა სად სჯიან ყველაზე მკაცრად ჰომოსექსუალებს 2014, 12 სექტემბერი, 11:25 ბოლო პერიოდში საქართველოში და ზოგადად მთელ მსოფლიოში აქტუალური გახდა ჰომოსექსუალიზმის თემა. ბევრი ითხოვს მისი პროპაგანდის აკრძალვას. ამ პრობლემით უკვე კანონმდებლობაც ინტერესდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე უმკაცრესი კანონი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. ![]() 1. სუდანში ერთსქესიანთა კავშირისთვის გათვალისწინებულია 5 ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯაც კი. შარიათის ნორმები, რომლებსაც ემყარება ამ ქვეყნის კანონმდებობა, პირდაპირ კრძალავს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს. მამაკაცი ქალის ტანსაცმლის ჩაცმის შემთხვევაშიც კი ისჯება. ამ ნორმის დარღვევისთვის სუდანის სასამართლომ ზეიმში მონაწილე 19 ახალგაზრდა მამაკაცს საჯაროდ გაროზგვა და თითოეულს 400$-ის ექვივალენტი ჯარიმა მიუსაჯა. თუ დამტკიცდებოდა, რომ ახალგაზრდები არ შემოიფარგლნენ მხოლოდ ქალის ტანსაცმლის ჩაცმით და ჰომოსექსუალური კავშირიც დაამყარეს ერთმანეთთან, ამ შემთხვევაში სასჯელი შეიძლებოდა სიკვდილით დასჯაც ყოფილიყო. ![]() 2. ტანზანიაში ერთსქესიანთა კავშირი სამუდამო პატიმრობით ისჯება. 2010 წელს ტანზანიის პრეზიდენტმა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დიპლომატს აკრედიტაციაზე უარი უთხრა მისი არატრადიციული ორიენტაციის გამო. ასეთივე პასუხი გასცა ტანზანიის ხელისუფლებამ დევიდ კემერონის მოწოდებას, რათა ქვეყანაში დაეცვათ სექსუალურ უმცირესობათა უფლებები, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი მას ფულად დახმარებას შეუწყვეტდა. „ჩვენ არ გვინდა ამ სისულელის დაკანონების ხარჯზე დახმარებისა და ფულის მიღებას“ - განაცხადა ტანზანიის ხელისუფლების წარმომადგენელმა. ![]() ტურისტული სააგენტოები სპეციალურად აფრთხილებენ ტურისტებს, რომ ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს თავი შეიკავონ ჰომოსექსუალიზმის უმცირესი გამოვლინებისგან, რადგან ამას შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს როგორც მოსახლეობის, ასევე ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. ![]() ექვემდებარება. ამის ნათელი მაგალითია 2000 წელს 3 ადამიანის საჯაროდ ხმლით თავის მოკვეთის ფაქტი. ამ ფაქტმა თავის დროზე მსოფლიო აალაპარაკა, თუმცა მას ვერანაირი რეალური შედეგი ვერ მოჰყვა, გარდა იმისა, რომ ტურისტულმა სააგენტოებმა არატრადიციული ორიენტაციის მოგზაურებს რეკომენდაცია მისცა, ამოეღოთ თავიანთი მარშრუტიდან საუდის არაბეთი. ![]() ორი ლესბოსელის - ბულგარეთისა და ლიბიის მოქალაქეებისათვის გამოტანილი განაჩენი. მათ ბრალი ედებოდათ „საჯარო ადგილას არაბუნებრივ ხვევნა-კოცნაში“. ლესბოსელმა წყვილმა 1 თვე ოაეს ციხეში დაჰყო, რის შემდეგაც ექსტრადირებულ იქნენ სამშობლოში. უცხოელების ადგილზე ოაეს მოქალაქე რომ ყოფილიყო, სასჯელი თავის მოკვეთა იქნებოდა. ![]() ![]() რომელსიც ნათქვამია, რომ „ამგვარი ადამიანები (ჰომოსექსუალისტები) ნამდვილი წყევლა და საზოგადოების ნარჩენებია. ისინი არ იმსახურებენ პაკისტანლისა და მუსულმანის სახელს“. ![]() 57 3-ს მოსწონს
|