მსოფლიოს ნომერმა სამმა ჩოგანმა ქალთა რეიტინგში, ბელორუსმა
ვიქტორია აზარენკომ, „ტვიტერის“ საშუალებით თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ ამ დღეებში
მას უბედურება შეემთხვა . სერიოზული არაფერია, უბრალოდ თანამედროვე ადამიანისთვის აუცილებელი
ატრიბუტი - მობილური ტელეფონი დაკარგა.
-ტელეფონი დავკარგე და ბუნებრივია, ყველა ჩემი მეგობრის
ტელეფონის ნომერიც, - დაწერა „ტვიტერში“ აზარენკომ - 2 დღე პანიკაში ვიყავი ამ ნივთს
შეჩვეული.. ეს უბრალოდ უგუნურებაა.. თუ ვინმემ იპოვეთ ჩემი ტელეფონი, გთხოვთ, დამიბრუნეთ!
გპირდებით რომ ვინც ჩემს ტელეფონს იპოვის და დამიბრუნებს, ჩოგბურთს ვეთამაშები. ტელეფონზე
ჩემი სახელი ეწერა.
სხვათა შორის,
ამ დღეებში ტელეფონი შესანიშნავმა პარაგვაელმა მოდელმა ლარისა რიკელმემაც დაკარგა,
რომელმაც სახელი გასულ წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე
პარაგვაის ნაკრების ქომაგობით გაითქვა.