ტექნოლოგიური სიახლეები თუ თქვენ გაქვთ ელ-ფოსტა GMail-ზე,Яндекс-ზე და Mail.ru-ზე გირჩევთ გამოცვალოთ 2014, 10 სექტემბერი, 11:59
ჰაკერებმა 5 მილიონზე მეტი საფოსტო ყუთის პაროლი გატეხეს GMail-ზე.
"ჩვენი სპეციალისტები არკვევენ რა მოხდა, –აცხადებს Google-ის პრეს-სამდივნო, -კლიენტებს რეკომენდაციას ვაძლევთ აირჩიონ პაროლის უფრო რთული კომბინაცია და აკაუნტს თან დაურთონ მობილურის ნომერი. გასულ ოთხშაბათს ჰაკერებმა ქსელში გამოაქვეყნეს GMail-ის 4.93 მილიონი მომხმარებლის საფოსტო ყუთის პაროლი. პარალელურად ბლოგ-სერვის "Хабрахабр"-ზე მომხმარებელ polym0rph-ისგან დაიდო Mail.ru.-ის პაროლების ბაზა.გატეხილი აღმოჩნდა 4 664 478 საფოსტო ყუთი. ოდნავ უფრო ადრე სერვისმა «Яндекс»-მა დაბლოკა 1 261 809 საფოსტო ყუთი, იმიტომ რომ ამ მომხმარებლების პაროლი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. «Яндекс»-მა ყველა ამ მომხმარებელს სთხოვა ახალი პაროლის შეყვანა. სპეციალისტები რეკომენდაციას აძლევენ ამ საიტების მომხმარებლებს გამოცვალონ პაროლი. –იმისთვის, რომ უსაფრთხო გახადოთ თქვენი საფოსტო ყუთი, საკმარისია ორმაგი ავტორიზაცია.თუ ახალი კომპიუტერიდან შედიხართ, თქვენ მოგდით სმს-ი კოდით.შეიყვანეთ ნუ დაგეზარებათ-განაცხადა КП-ს რადიოეთერში ინტერნეტ-ექსპერტმა გერმან კლიმენკომ. 228 3-ს მოსწონს
|