x
image
Lady in blue
ორიგინალური ქოლგები წვიმიანი დღის გასახალისებლად
ქოლგა, ერთი შეხედვით, ისეთი მარტივი ნივთია, რომლის გაუმჯობესება და რედიზაინი ხშირად შეუძლებლად გვეჩვენება. თუმცა დიზაინერების ფანტაზია მასაც გასწვდა და შედეგად ორიგინალური ქოლგები მივიღეთ, რომლებსაც შეუძლიათ წვიმიან დღეებში ხალისიანი განწყობა შეგვინარჩუნონ.

მაგალითად, ასეთი ქოლგის დამსახურებით, წვიმის დროსაც კი თქვენს თავზე ლურჯი და ნათელი ცა იქნება.

image

ასეთი ქოლგით კი შეგიძლიათ მომაბეზრებელ წვიმას საკადრისი პასუხი გასცეთ.


image


რომანტიული განწყობის შენარჩუნებისთვის ასეთი ქოლგა ზედგამოჭრილია.

image


ხელი რომ არ დაგეღალოთ, დიზაინერებმა ასეთი გამოსავალი იპოვეს.

image


წყვილებისთვის, რომლებსაც ავდარშიც უყვართ სეირნობა. გახსოვდეთ, ჯენტლმენობა წვიმიან ამინდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

image

3
268
8-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
268
  
2015, 11 თებერვალი, 12:04
და თან არსად დავკარგავ:(
2014, 10 სექტემბერი, 10:52
ჰო ყველაზე რაციონალურია :))
2014, 10 სექტემბერი, 10:41
ზურგზე რომაა დამაგრებული ის ქოლგა მომეწონა განსაკუთრებით, პრაქტიკულია. :)
0 1 3