შოუბიზნესი ქეთა თოფურია: მე საქართველოში დავბრუნდები 2012, 14 მაისი, 20:39 ქეთა თოფურია ქართველი მომღერალი, რომელიც უკვე კარგახანია რუსეთში მოღვაწეობს არ გამორიცხავს, რომ საქართველოში დაბრუნდეს. უკვე ბევრ სკანდალში ეხვევა და უკვე საზოგადოების ნაწილმა ბევრჯერ გამოაცხადა საქართველოს მოღალატედ. ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში არ მიიღებს ხალხი? ყველას თავისი აზრი აქვს, ალბათ ბევრი ქეთას დაბრუნებას ზარზეიმით შეხვდება, ზოგმაც შეიძლება აქციები მოაწყოს.ქეთას სიმღერა ქართულად რამდენიმე სიმღერა შემორჩა. მან კარგად იცოდა, როდესაც საბჭოთა არმიას უმღეროდა და უარესიც პუტინს გვერდით უდგა, ქართველი ხალხს ეს არ მოეწონებოდა. ქეთამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო და არმიასაც და პუტინსაც უმღერა. შეიძლება ასევე მოქცეულიყო იგივე მდგომარეობაში სქვა ადამიანიც. ქეთამ ბევრჯერ განაცხადა, რომ ის არ ერევა პოლიტიკაში და უბრალოდ მღერის, სხვამ რაც უნდა ის თქვას. ის მომღერალია და ვალდებულია იმღეროს. მაგრამ ამ დროს არ შეიძლება არ გავიხსენოთ სხვა ქართველი მომღერლები რუსეთში, რატომ მათ არ უმღერეს არმიას? შეიძლება საქართველოს გამო ანდა იმის გამო, რომ ისინი ქეთაზე პოპულარულები არ არიან რუსეთში. ქეთა მღერის პოპულარულ კომერციულ ჯგუფში ა-სტუდიოში, ქეთა ამ ჯგუფის სოლისტია და ის ვერ იტყვის უარს მე ჯარს ვერ ვუმღერებო და უსოლისტოდ ვერ დატოვებს ჯგუფს. ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქეთას ამ სიმღერებმა საქართველოში, სოციალურ ქსელში ბევრმა მას მოღალატეც უწოდა, მაგრამ ბევრა მისი მხარეც დაიჭირა. არც ქეთამ დატოვა უკომენტაროდ ეს ამბავი და თქვა რომ ის უბრალოდ მღერის და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ალბათ საქართველოს მთავრობასაც, რომ გადაეხადა ა-სტუდიოსთვის იმხელა თანხა, რაც პუტინმა გადაუხადა, ჩვენთანაც ჩამოვიდოდა ა-სტუდიო და უმღერებდა ქართველ ჯარისკაცებს და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ქეთას ბოლო ინტერვიუს მან განაცხადა, რომ მომავალში ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება. 464 3-ს მოსწონს 3-ს არა
|