x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512615
ქართული სიმღერა
- მე ქართული ხალხური სიმღერები და საერთოდ, ქართული სიმღერები ძალიან მიყვარს. თითქოს სხვა არც მაინტერესებს.

- მეც.

ასე საუბრობდნენ გიორგი და მისი მეგობარი. ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, სხვა ბიჭებიც შემოუერთდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეხლანდელ დროში ქართულ ხალხურ სიმღერებზე ლაპარაკი ზედმეტია. საჭიროა როკი, რეპი, ჯაზი და ა.შ. რაც შეიძლება მეტი მოძრაობა. ამაზე ჩხუბიც მოუვიდათ. გიორგიმ უცებ მუშტი მოიქნია. მოქნეული მუშტი ერთ-ერთ ბიჭს მოხვდა, წაიქცა, თავი ქვაზე დაარტყა და ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოიძახეს სასწრაფოდ პოლიცია, გიორგი არ გაქცეულა. ყველაფერი აღიარა. არ დააპატიმრეს, განზრახ მკვლელობაში არ ჩაუთვალეს, თანაც არასრულწლოვანი იყო.


გიორგი გაიზარდა. კარგი მომღერალი დადგა. შემდეგ ხალხური სიმღერების ანსამბლის ხელმძღვანელიც გახდა. ეს ამბავი კი არ დავიწყნია. სულ იმას ფიქრობდა, რომ არ უნდა ეჩხუბა. "მე ხომ ეს არ მინდოდა. მხოლოდ იმას ვამტკიცებდი, რომ ქართული სიმღერა სულ სხვაა. ნუთუ ამისთვის ბიჭი უნდა მომკვდარიყო. რატომღაც მგონია, რომ არც ერთი ერი არ მღერის ომში, არც გაჭირვების დროს, არც ერთ ერს არ შეუძლია სუფრაზე ისე მოლხენა, როგორც ჩვენ. იმ ბიჭს ეს არ ესმოდა. მე არ უნდა მეჩხუბა".

გიორგი მთელი გულით ასწავლის ბიჭებს ქართულ სიმღერებს და თან ასე არიგებს:

_ ბავშვებო, თუ ვინმე გეტყვით, რომ ქართულ სიმღერებს სხვა სიმღერები სჯობია, მათ არ ეჩხუბოთ, რადგან არ ესმით. თუ შეატყობთ, რომ თვითონ ცდილობენ ჩხუბს, მაშინვე უმღერეთ რომელიმე სიმღერა და გაეცალეთ. იქნებ შემდეგ დაფიქრდნენ. ვისაც არ ესმის არაა საჭირო, თორემ... არა, არაფერი.

და უცებ:

- აბა გადავიდეთ ახალი სიმღერის შესწავლაზე.

ძირითადად ასე მიდის ყოველი დღე. გიორგის სჯერა, რომ მის ნასწავლ სიმღერას ბავშვები სხვას გადასცემენ, ისინი კიდევ სხვას და არ დაიკარგება ქართული სული.


0
82
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0