x
image
შაკო-დემე
თურმე მამაკაცებიც ორსულდებიან

image ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი უცნაური ფაქტი დააფიქსირეს, თურმე დედასთან ერთად მამაც ფეხმძიმდება.
ნუ გაგიკვირდებათ და არც გაგეღიმოთ - ეს ნამდვილად ასეა, გვიდასტურებენ მეცნიერი მედიკოსები. განსხვავება იმაშია, რომ დედა ნაყოფს 9 თვის განმაულობაში მუცლით ატარებს, მამა კი ამ პერიოდში ისე სრიალებს ჰორმონალურ გორაკზე, როგორც დედა, რადგან მისი ორგანიზმის ჰორმონალური ფონი მთლიანად იმეორებს იგივე ტრაექტორიას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა მომავალი ბავშვი არა მარტო დედისთვის, არამედ მამისთვისაც დიდი ბედნიერებაა და ამასთანავე, ოჯახში მშვიდობა და თანხმობა სუფევს - ასკვნიან მკვლევარები.
ასე რომ მამაკაცებო, თუ გსურთ ცოლთან ერთად "დაფეხმძიმდეთ", შეინარჩუნეთ ოჯახში მშვიდობა და თანხმობა. რაც მთავარია, როდესაც გაიგებთ, რომ თქვენი მეუღლე ფეღმძიმედაა, იცოდეთ რომ თქვენც ფეხმძიმე" მამა ბრძანდებით. ამიტომ ეცადეთ გაუფრთხილდეთ თქვენ თავს, როგორც ფეხმძიმე მეუღლეს უფრთხილდებით.
თქვენ კი ფეხმძიმე დედებო! - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენთან ერთად "ფეხმძიმედაა" თქვენი მეუღლეც. ამიტომ ნუ გიკვირთ თუ "უით" ნაშობი და "ვაით" ნაზარდი შვილი, დედის მაგივრად და ზოგჯერ უფრო მეტად, მამებს რომ უყვართ.

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:შაკო-დემე
შაკო-დემე
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0