სხვა 10 რამ, რასაც ყოველ დღე აკეთებთ და გაუცნობიერებლად ვნებთ საკუთარ ჯანმრთელობას 2014, 5 სექტემბერი, 20:56 ხალხის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ისე, რომ ცდილობს არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა, თუმცა დღევანდელი ჩვენი "ნორმალური პირობებით ცხოვრება" გაუცნობიერებლად გვაყენებს უდიდეს ზიანს, რაც ხშირ შემთხვევაში თავის ტკივილით, სისუსტითა თუ სხვა სიმპტომებით ვლინდება, რომლებიც უამრავი პრობლემების წინსართია. ერთ-ერთმა უცხოურმა მედიამ აკონა 10 რამ, რომლებიც ჩვენი პრაქტიკული ცხოვრების თითქმის განუყრელი "ატრიბუტია" და წარმოგვიდგინა სტატიის სახით, რათა აღმოვფხვრათ ზემო ხსენებული არსასურველი დაავადებები და ავიცილოდ მომავალი გართულებები თავიდან.
წარმოგიდგენთ 10 საგანსა თუ გარემოებას, რომელთაც ფართოდ ვიყენებთ ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში და გაუცნობიერებლად ვიზარალებთ ჯანმრთელობას: 1. კომპიუტერთან ხანგრძლივი დროით ჯდომა. ერთი შეხედვით ამ ფოტოზე განსაკუთრებულად ცუდი არაფერი ხდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როდესაც გვიხანგრძლივდება კომპიუტერის მოხმარება, გვინვითარდება თვალებისა და ტვინის დაძაბულობა, რასაც არასწორად კონფიგურირებული მონიტორი იწვევს. არასწორ პოზიციაზე ამ ხნის მანძილზე ჯდომა კი იწვევს კუნთების დაძაბულობას, ოსტეოქონდროზსა და მაჯის გვირაბის სინდრომს. კომპიუტერის გამოსხივება კი აფრქვევს ჰაერში დამაბინძურებლებს. ამ ყოველივეს თავიდან აცილების მიზნით კი შეამცირეთ კომპიუტერის მოხმარების დრო თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს (სამსახურს), ეცადეთ თვალს 45-70 სანტიმეტრით მოშორებით ედგას მონიტორი და ყოველ საათში 10 წუთით ადექით კომპიდან და განიტვირთედ. 2. ფანქრისა და კალმის დაკბენა. განსაზღვრულ და თითქმის უმეტეს ნაწილს გაქვთ ეს ძალზედ მავნე ჩვევა- ფანქრისა და კალმის დაკბენა, რაც უმეტესად ზედმეტი შეშფოთებისა და დაძაბულობის გამოვლინებაა. ამასობაში კი ვერ ხვდებით როგორ იზიანებთ კბილის ემალს და თუ მავნე ჩვევას ბავშვობიდან აქვს ადგილი, მაშინ დროთა განმავლობაში კბილი ფესვიდან ირყევა. 3. მზისგან დამცავი კრემი. რადგან სეზონზე ვერ წახვედით სანაპიროზე რუჯის მისაღებად და დედაქალაქსა თუ რაიონში დარჩით, გგონიათ არ გესაჭიროვებათ sunscreen-ის მოხმარება? (მზისგან დამცავი კრემი) ცდებით ვინც ასე ფიქრობთ, რადგან თურმე მზისგან დამცავი კრემი სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად უნდა წაისვას ყველამ, ვინაიდან თავიდან აიცილოთ მზის მავნე UV სხივების ზემოქმედება და კანს შეუნარჩუნოთ ახალგაზრდობა. 4. ღამით წინდის (ნასკი) ჩაცმა. რამდენმა მცივანამ ამოიცანით თავი და გაგეღიმათ? ვიმედოვნებ არც ის იცოდით, რომ ღამე წინდით ძილმაც შეიძლება არსებითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე, კერძოდ კი: როდესაც გაცვიათ მჭიდრო რეზინიანი წინდა, რომელიც ხელს უშლის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას, ხშირად მიზეზია ვენების დაავადებისა; ხოლო სინთეტური მასალის წინდა კი, რომელიც ჰაერს არ ატარებს, გამოიწვევს ფეხის ოფლიანობას და ასევე სხვა დაავადებებს. 5. ყოველ დღე შხაპის მიღება. ისეთ გაუსაძლის ზაფხულს, როგორიც მაგალითად გვქონდა წელს გამორიცხულია ყოველ დღე კი არა დღეში რამდენჯერმეც შხაპი არ გადაგავლებინოთ, თუმცა ერთი შეხედვით დადებით პროცედურასაც ჰქონია დიდი უარყოფითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. კერძოდ, შხაპისას შხაპ-გელების მოხმარებით ეპიდერმული ლიპიდების დატენიანება კარგავს ფუნქციას. 6. სირბილი. გამუდმებით გესმით ის, თუ რაოდენ სასარგებლოა სირბილი, თუმცა ნურას უკაცრავად. აუცილებლად გმართებთ ამ საკითხშიც სიფრთხილის დაცვა, ვინაიდან სირბილი ზრდის ართრიტის რისკს, უპირატესად ასფალტზე სირბილი მოქმედებს მუხლებზე და ა.შ. ამიტომ სანამ სირბილს გადაწყვეტთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ვინაიდან გაერკვეთ გამოიწვევს თუ არა იგი რაიმე უკუჩვენებას. 7. ლიმონის ჭამა. რამდენს გითქვამთ სიამაყით- "მე შემიძლია მთელი ლიმონი ვჭამო", თუმცა არც გაგითვალისწინებიათ, რომ ლიმონსაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები იმ შემთხვევაში თუ გაქვთ კუჭის წყლული და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული ენტეროკოლიტი და მწვავე პანკრეატიტი, გასტრიტი- მაღალი მჟავიანობა; გარდა ამისა კი ლიმნის წვენი აზიანებს კბილის მინანქარს (ემალი). 8. ბატი-ბუტის ჭამა. (პოპ-კორნი) ბუნებრივია, რომ უმეტეს თქვენგანს სახლსა თუ კინოთეატრებში სასურველი ფილმის ყურების დროს აქვს ჩვევა ბატი-ბუტი მიირთვას, რაც საოცრად სასიამოვნო პროცესია და ამავდროულად განაყრებთ, თუმცა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ მასაც აქვს უარყოფითი მოქმედება ჩვენს ჯანმრთელობაზე, კერძოდ კი ბატი-ბუტის ნარჩენები რჩება კბილებს შორის, რაც ასევე ღრძილის დაავადებებს იწვევს. გარდა ამისა, ბატი-ბუტი, რომელიც წარმოებულია ფირმების მიერ, მზადდება მოხალვით მარილის, შაქრის, ზეთისა და გემოს დანამატებით. ზეთი გაცხელების დროს დიაცეტილთან ურთიერთშერევისას (გამოიყენება ბატი-ბუტის წარმოებაში) გამოყოფს ტოქსიკებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ფილტვებზე. 9. თმის საშრობი ფენი. თანამედროვე ცხოვრებაში თითქმის ყოველ დაბანაზე მოვიხმართ თმის გასაშრობად ფენს, რომელიც ფიტავს თმის ღერებს და ართმევს ყველა საჭირო ვიტამინს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ არ გაიშროთ სველი თმა ძლიერი სიცხელით, ვინაიდან მდგომარეობა ასე შეუქცევადად გაუარესდება, რასაც შემდგომ თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები ვეღარ უშველის. 10. ჯდომის უკუჩვენება. არაა გასაკვირი ვინც ოფისსა თუ ბანკში მუშაობს გულის დაავადებები განუვითარდეთ, ან ნაადრევად დაბერდნენ. ბრიტანელმა მკვლევარებმა ჩაატარეს მთელი რიგი კვლევები, რის შედეგადაც დაასკვნეს, რომ ისინი, ვინც დიდხანს ჯდომით სამუშაოებს ასრულებენ, ბერდებიან თავიანთ თანატოლებთან შედარებით ათი წლით ადრე და ასევე უვითარდებათ გულის შეტევის რისკი 64%-ით. ეხებათ მათ, ვინც სისტემატიურად დღეში 6 საათით ზიან. 1107 13-ს მოსწონს
|