მადრიდის "რეალისა" და "შალკეს" ექს-ფორვარდმა რაულმა მშობლიურ გუნდს "სან-კრისტობალს" დახმარება გაუწია, რათა არ გაკოტრებულიყო.
34 წლის თავდამსხმელმა 4000 ევრო გაიღო იმ კლუბის გადასრჩენად, რომელშიც ასპარეზობა დაიწყო 1988 წელს. ამის შესახებ განცხადება "სან-კრისტობალის" პრეზიდენტმა პედრო ალბარეს ინიესტამ გააკეთა.
"მაცნობეს, რომ თანხა უკვე ანგარიშზე ჩაირიცხა. რაული ამ საბავშვო გუნდისთვის ყველაფერს ნიშნავს. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთი უბრალო თხოვნა გვაქვს - გვინდა იგი გვესტუმროს, რათა ვისაუბროთ და ძველი დრო გავიხსენოთ, "-ციტირებს "სან-კრისტობალის" უფროსის სიტყვებს