საჰარის უდაბნო
უდაბნო საჰარა
მდებარეობს ჩრდილოეთ
აფრიკაში. მისი ასაკი დაახლოებით
2, 5 მილიონი წელია.სახელი „საჰარა“მომდინარეობს არაბულიდან(صحراء)და ნიშნავს
უდაბნოს. მას აფრიკის ტერიტორიის
დაახლოებით 1/4 უკავია,
ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი. საჰარა— მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნო, ფართობით 9 მლნ კვ.კმ
საჰარა გადაჭიმულია წითელი ზღვიდან(დასავლეთით), მოიცავს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს, ატლანტის ოკეანის
ნაპირებამდე(მიდამოებამდე).საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულიასახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, უნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი.საჰარის უდიდესი ნაწილი
უწყლო დაუსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები:ზაფხულში გამორჩეულადდიდი სიცხე(ჩრდილში ტემპერატურა
+40-50 გრადუსს აღწევს);დიდი სიმშრალე(წლიური ნალექი)
100 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ზოგან წვიმა წლობის განმავლობაში
არ მოდის);ტემპერატურის დიდი დღე-ღამური რყევები (ამპლიტუდები), როდესაც დღისით პაპანაქებაა, ხოლო ღამით ყინავს.
მხოლოდ საჰარაშია ორგვარი კლიმატი: სუბტროპიკული და ტროპიკული. სუბტროპიკული კლიმატია ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო
სამხრეთ ნაწილში კი ტროპიკული.საჰარას უდაბნოში არის ასეთი ქალაქი – ტიდიკელტი, რომელსაც მთელი 10 წლის განმავლობაში ერთი წვიმის წვეთიც კი არ “მიუღია“.
საჰარა ოდესღაც დაფარული იყო სავანეებით და ტყეებით.
დღეს კი უჩვეულოდ მშრალი ჰაერია. გაუდაბნოების უწყვეტი
პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება.
საჰარაში მხოლოდ ორი მუდმივი მდინარეა, ესენია ნილოსი
და ნიგერი. მდინარეების უმრავლესობა საჰარაში არის სეზონური ან პერიოდული.
მაღალი ტემპერატურისა და არიდული ჰავის გამო, მცენარეთა
სახეობები მწირია და ის დაახლოებით 500-ია .
მზის ჩასვლის წინ, როდესაც ჰაერი მტვრითაა გაჯერებული
ხშირად იქმნება მირაჟები–წარმოსახვითი "ოაზისები", "ტბები" ან
"მთები".საჰარის უდაბნოში ყოველწლიურად 160 ათასამდე მირაჟი ჩნდება, ისინი ხან ვერტიკალურია, ხან ჰორიზონტალური.
საჰარას უდაბნოში მცენარეთა შორის ყველაზე ცნობილი არის
ქსეროფიტი .სხვა მცენარეებიდან ჰალოფიტები, ბალახები, ბუჩქები და ხეეები. ქსეროფიტები არიან ისეთი მცენარეები, რომლებიც შეგუებულები არიან უწყლობას მკაცრმა ჰავამ გავლენა
მოახდინა ასევე, ცხოველთა სამყაროზე ამ რეგიონში.
ცენტრარულ და მშრალ არეებში არის დაახლოებით 70 განსხვავებული
ცხოველის სახეობა, 20 მათგანი არის ძუძუმწოვარი აფთარი.მხოლოდ რამოდენიმე არსებას ძალუძს საჰარაში ცხოვრება. ესენია: აქლემი, ქვიშის გველები, მორიელები და ხვლიკები.
საჰარის უდაბნოსა და მიუვალი მთების პირობების გამო ეს რეგიონი ძალიან მეჩხერად არის დასახლებული. დღესდღეობით საჰარის მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია, მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს ალჟირში, ეგვიპტეში, ლიბიაში, მავრიტანიასა
და დასავლეთ საჰარაში.მოსახლეობის უმრავლესობა არ ცხოვრობს ქალაქებში. ისინი არიან ნომადები (მომთაბარეები), რომლებიც გადაადგილდებიან რეგიონიდან რეგიონში საჰარის უდაბნოს
მთელს ტერიტორიაზე. ამ რეგიონში არის ბევრი განსხვავებული ეროვნების ხალხი, რომლებიც საუბრობენ სხვადასხვა ენებზე, მაგრამ არაბული არის ყველაზე გავრცელებული ენა.
საჰარა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უწყლო რეგიონი, სადაც
დღესაც სახლობენ ტუარეგები და ბერბერები, რომლებსაც ოდესღაც მთელი ჩრდილოეთ აფრიკა ეკავათ ხმელთეშუა ზღვამდე (ცნობილი ჰანიბალი, რომელიც რომაელებს ებრძოდა, ბერბერი იყო).
ტუარეგის ხალხი— ბერბერთა მოდგმის ხალხი ტრადიციული
მომთაბარე ცხოვრების წესით, საჰარის შიდა ტერიტორიის ძირითადი მოსახლეობა. ძირითადად სახლობენ საჰარის მალისა და ნიგერის ტერიტორიებზე ტუარეგის ენა მაკროენად კლასიფიცირდება და მასზე მოლაპარაკე ადამიანთა რიცხვი დაახლოებით 5, 7 მილიონ ადამიანს შეადგენს.
ბერბერები— მკვიდრი ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნილოსის
ხეობის დასავლეთით.
ისტორიულად, ისინი ბერბერულ ენაზე ან მის სახესხვაობებზე
ლაპარაკობდნენ.
ბერბერების დიდი ნაწილი ბერბერულთან ერთად არაბულ ენაზე
საუბრობს.