x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138323
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512010
ხელსაყრელი ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის
ბიზნესის წარმატება გარკვეულწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ გენიალურ იდეასა და მომსახურების ხარისხზე, არამედ იმაზე, თუ სად და როგორ ადგილასაა კომპანია განთავსებული, რაშიც ასევე წამყავნ როლს თამაშობს ეკონომიკური კლიმატი და პოლიტიკური გადასახადები, რომლებიც პირველ- ხელშემწყობ თუ შემშლელ ფაქტორს წარმოადგენენ ბიზნესის განვიტარების საკითხში. ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნები თერთმეტი კრიტერიუმის შესაბამისად: - საკუთრების უფლება, ინოვაცია, ინვესტორების დაცვა, პირადი თავისუფლება, თავისუფლება ვაჭრობასა და ფულში, ბიუროკრატია, გადასახადები, ტექნოლოგიები, კორუფციული მუშაობა საფონდო ბაზარზე.


ახლა კი მოდით ერთად გადავხედოთ იმ ქვეყნებს, სადაც ჟურნალი
Forbes-ი გვირჩევს ავაღორძინოთ ჩვენი ბიზნესი, ჩამონათვალს კი უკუ სვლით დავიწყებ:


1. ნიდერლანდები. ნიდერლანდებში ბიზნესის წარმოება ეყრდნობა მხოლოდ ოთხ პროცედურას, რასაც მხოლოდ ოთხი დღე სჭირდება. მონეტარული სტაბილურობა ამ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი, ბაზარი ღიაა გლობალური ვაჭრობისთვის, ქვეყანა ასევე სარგებლობს მაღალი დონის ადმინისტრაციული ეფექტურობით, მკაფიო სტრუქტურითა და მენეჯმენტით, ამიტომ იდეალურია ბიზნესისთვის და კაპიტალის დაბანდებისთვის ეს ქვეყანა.

image





2. კანადა. გამჭვირვალე და სტაბილურად საქმიანი კლიმატის გამო კანადა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად მსოფლიო საინვესტიციო ქვეყნებს შორის. კანადის ეკონომიკა გლობალური კრიზისის შემდგომ ძალიან სწრაფად აღსდგა, საერთაშორისო ვაჭრობაც საკმაოდ სტაბილურია. ბიზნესის წარმოება კანადაში საოცრად გაადვილებულია, რაც მხოლოდ რეგისტრაციას მოითხოვს და ისიც კვირაზე მეტ დროს არ გრძელდება. ლიცენზირების მოთხოვნები საკმაოდ მისაღებია და შრომის ღირებულებები ზომიერი.

image





3. ნორვეგია. სახელდება ბიზნესის აღორძინებად ქვეყნებს შორის როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მე-8 ადგილის მფლობელი. ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში მაღალია. ეკონომიკური თავისუფლებით, ვაჭრობით, უფლებებით, კორუფციისგან თავისუფლებით, საიმედო გარემოთი- წამახალისებელია მეწარმეობისთვის.

image




4. სინგაპური. ბიზნესის წამოწყება სინგაპურში შედარებით ადვილია, ვიდრე ამ ზემო ჩამოთვლილ ქვეყნებში. სამ დღიანი პროცედურის შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა წამოიწყოთ ბიზნესი. მაქსიმალურად გახსნილი ქვეყანაა გლობალური ინვესტიცირებისთვის. კონკურენტუნარიანი ფინანსური სექტორი კი აგრძელებს იმის გრანატიას, რომ ბიზნესი იყოს ჯანსაღი და გაიზარდოს. მიუხედავად რთული გარემო პირობების გამო, ქვეყანაში მოქმედებს ინფლაციის კონტროლი.

image






5. ფინეთი. თქვენი ბიზნესისთვის ხელსაყრელი ქვეყანაა ეკონომიკური, ბიზნესის და კორუფციული თავისუფლების გამო. ბიზნესის წარმოება იქ ღირს 1% და მიუხედავად იმისა, რომ სამი პროცედურის გავლა ამ ნაბიჯისთვის საკმაოდ მაღალია ფინანსურად, მაინც ღირს.

image



6. შვედეთი. საჭიროა მხოლოდ სამი პროცედურა და 16 დღე იმისათვის, რომ შვედეთში დაიწყოთ თქვენი ბიზნესის წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზირება ძვირი ჯდება და შრომატევადია, მაინც ითვლება ერთ-ერთ ხელსაყრელ ქვეყნებს შორის ბიზნესის წარმოებისთვის. ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, ხოლო საინოვაციო სფეროში მესამეზე. ახლახანს კი 2014 წლის ეკონომიკური თავისუფლების სტატუსი მიენიჭა.

image





7. დანია. მაღალ ლიბერალური ქვეყნების სიაშია დაბალი გადასახადებით, კორუფციის დაბალი დონითა და მუშა ხელის უაღრესად განათლებულობის გამო.

image




8. ჰონგ-კონგი. მესამე ადგილზეა რეიტინგით საუკეთესო ქვეყნებს შორის ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდა შეფერხდა, სავაჭრო შემოსავალმა მაინც მიაღწია 1.4%-ით 263 მილიარდ დოლარს. ფისკალური ტვირთი და ბიუროკრატიაც ნაკლებადაა, მთავრობა კი სუბსიდირებს მცირე და საშუალო კომპანიებს.

image




9. ახალი ზელანდია. მაღალი მაჩვენებლებით ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. ქვეყანას აქვს გამორჩეული პიროვნული თავისუფლება, ბიუროკრატია და კორუფცია ნაკლებობას განიცდის, პრაქტიკულად არ არსებობს შეზღუდვები მათთვის, ვინც გადაწყვეტს ამ ქვეყანაში წამოიწყოს რაიმე ბიზნესი და ეს ყოველივე შესაძლებელი ხდება მხოლოდ სამ დღეში.

image



10. ირლანდია. ჯერ ისევ გასულ წელს მე-6 აგილზე იყო ბიზნესის საუკეთესოდ წარმოებად ქვეყნებს შორის, თუმცა უკვე წელს პირველ ადგილს იკავებს, ვინაიდან დაბალია გადასახადების ტვირთი, ხდება ინვესტორების დაცვა და მოქმედებს პირადი თავისუფლება. შრომითი რესურსები კვალიფიციური აქვთ, კორპორაციული გადასახადები 12, 5%-ია, რაც არსებითად უწყობს ხელს ბიზნესის გარემოს.

image

1
187
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
187
  
2014, 3 სექტემბერი, 18:10
ამიტომ გიჟდება ჩემი შვილი სკანდინავიის ქვეყნებზე:(
0 1 1