x
image
პერსეპოლისი
სინქრონული ცურვის ისტორია სახალისო ფოტოებით

image


წყალზე თამაშები და მოცურავეთა სადღესასწაულო “საწყლოსნო ბალეტი” ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში იმართებოდა.
სინქრონულ ცურვას, როგორც სპორტის სახეობას, საფუძველი ჩაეყარა
XIX საუკუნის მიწურულს, როცა ჯერ ინგლისში, შემდეგ კი საფრანგეთში შეიქმნა ე.წ. ფიგურულ მოცურავეთა კლუბები. XX საუკუნის 30-იან წლებში გავრცელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში და
ჩრდილოეთ ამერიკაში. 1980 წელს სოკის სესიაზე სინქრონული ცურვა ოლიმპიურ სახეობად აღიარეს და ლოს-ანჯელესის (1984) თამაშების პროგრამაში ჩართეს. ცურვის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Natation -FINA) დაარსდა 1908 წლის 19 ივლისს
ლონდონში (ინგლისი). დამფუძნებელი ქვეყნები არიან ბელგია, გერმანია, დანია, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, უელსი, უნგრეთი, ფინეთი და შვედეთი, ფედერაციაში შექმნილია ცურვის, წყალში ხტომის, წტალბურთისა და ყვინთვის კომიტეტები. აერთიანებს 189 ქვეყნის ფედერაციას. სინქრონული ცურვა დღეს საწყლოსნო
სპორტის სახეობაა ქალებისთვის. ეს არის ერთეულთა, წყვილთა და
ჯგუფური შეჯიბრება წყალში აკრობატული ვარჯიშების შესრულებაში
სავალდებულო და ნებისმიერი პროგრამით, მუსიკის თანხლებით.
სპორტის ეს სახეობა ძალზე ლამაზი და საოცარი სანახავია, თუმცა კურიოზული შემთხვევები და კადრები, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, აქაც ბევრია.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


2
385
7-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
385
  
2014, 4 სექტემბერი, 10:42
ცურვა მასწავლეთ ვინმემ :(
2014, 3 სექტემბერი, 15:59
ძალიან მაგარია... განვიტვირთე :)
0 1 2