x
ტრაგიკული ინციდენტი კვარიათში

imageცნობილი კინოოპერატორი გიორგი ბერიძე ზღვაში დაიხრჩო. კინოხელოვანის გარდაცვალების ფაქტი ცოტა ხნის წინ მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა და რეჟისორმა გიო მგელაძემაც დაადასტურეს, რომლებიც კვარიათში ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდნენ
გიორგი ბერიძეს 50-მდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი აქვს შექმნილი. იგი დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა: “იავნანა” (რეჟ: ნანა ჯანელიძე), “ვალსი პეჩორაზე”, (რეჟ: ლანა ღოღობერიძე), “შეყვარებული კულინარის ათასერთი რეცეპტი” (რეჟ: ნანა ჯორჯაძე), “ანემია” (რეჟ: ვახტანგ კოტეტიშვილი), “სამი სახლი” (რეჟ: ზაზა ურუშაძე), “ჩემი თვითმფრინავი” (რეჟ: გიო მგელაძე), “კონფლიქტის ზონა” (რეჟ: ვანო ბურდული), “რუსული სამკუთხედი” (რეჟ: ალეკო ცაბაძე) და მრავალი სხვა. ბოლოს გიორგი ბერიძე მუშაობდა რეჟისორ გიო მგელაძის ფილმზე ბათუმში, რომლის გადაღება ვეღარ დაასრულა.

0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0