x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
"საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა" - ღარიბაშვილ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

imageსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პირდაპირი სამხედრო აგრესიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით.
აუცილებელია ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, დაამყაროს წესრიგი და უზრუნველყოს უკრაინის თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა და მათი ღირსეული მომავალი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე.
საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა. საჭიროა, არ დავიშუროთ ძალისხმევა, რათა უკრაინაში დაისადგუროს მშვიდობამ და სტაბილურობამ.
კიდევ ერთხელ, საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოხდეს არსებული რთული მდგომარეობის დაძლევა უკრაინაში."

0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0