გუშინ 27 აგვისტოს გაიხსნა ვენეციის რიგით 71-ე კინოფესტივალი.იგი არის ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო კინოფესტივალი.იგი 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმები.ფილმებს ჟიურის გარდა შეაფასებენ მსახიობი ტიმ როტი, სცენარისტი ჯუმპა ლახირი, კინოკომპოზიტორი ალექსანდრე დეპლა და სხვები. კინოფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის სხვადასხვა ქვეყნის 20 ფილმი იბრძოლებს.ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მსოფლიოს კინოს ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი.მათ შორის იყვნენ ემა სტოუნი და ბიანკა ბალტი, რომელთაც გახსნეს კინოფესტივალი.