სისხლის სამართალი მამაკაცი 20 წელი ემზადებოდა შურისძიებისთვის და საბოლოოდ მოკლა სხვა კაცი 2014, 25 აგვისტო, 12:55 ტაივანელი მამაკაცი, გვარად ვანი, 20 წელი ემზადებოდა შურისძიებისთვის და საბოლოოდ სხვა კაცი მოკლა. 20 წლის წინ ვანი ციხეში ჩასვეს.სანამ პატიმარი სასჯელს იხდიდა მისმა ცოლმა რომანი გააბა ვინმე ჩენთან. ციხიდან გამოსულმა იპოვა ცოლის საყვარელი, მაგრად მიჟეჟა, ხოლო ცოლს გაეყარა. ცოტა ხანში ვანი ისევ ჩასვეს ციხეში ყაჩაღობისთვის.ისევ გამოუშვეს. ვანმა ახლა უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მისი ყველა უბედურების მიზეზი ჩენი იყო და მისი მოკვლა განიზრახა. ვანმა იშოვა იარაღი და გაემგზავრა ქალაქ ილანში, იმ განზრახვით, რომ ჩინი მოეკლა. თუმცა ამ ხნის განმავლობაში სანამ იგი ციხეში იჯდა, ქალაქში ქუჩის დასახელება და ნომრები შეიცვალა.№23 ბინა, რომელშიც ჩენი ცხოვრობდა და იცოდა ვანმა, სხვა კვარტალში იყო. ორი დღის განმავლობაში იყო ჩასაფრებული ვანი.ბოლოს როგორც იქნა საღამოს "ჩენი" დაბრუნდა სახლში მანქანით.ვანი მოტოციკლით მიუახლოვდა მსხვერპლს და ორი გასროლა მოახდინა. მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა. მხოლოდ დაკავების შემდგომ გაიგო ვანმა, რომ სხვა ადამიანი მოკლა. დამნაშავე მალე სასამართლოს წინაშე წარდგება. 139 7-ს მოსწონს
|