x
image
თამაზი თურმანიძე
მარკო მატერაციმ აქციაში ზინედინ ზიდანი გამოიწვია

image


იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ Ice Bucket Challenge-ის აქციაში ცნობილი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი გამოიწვია.თვითონ მარკო მატერაციმ უკვე მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში. გამოწვევა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ყველასათვის კარგად ცნობილია ზიდანისა და მატერაცის ურთიერთობა. შეგახსენებთ 2006 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მატერაცის სიტყვიერ შეურაცხყოფას ზიდანმა თავური დარტყმით უპასუხა, რის გამოც ზიზუმ წითელი ბარათი დაიმსახურა და შესაბამისად მოედნიდან გააძევეს.საფრანგეთის ნაკრებმა მაშინ ის თამაში წააგო.
ვნახოთ რას იზამს ზიზუ, მიიღებს თუ არა ამ გამოწვევას.

















0
93
3-ს მოსწონს
ავტორი:თამაზი თურმანიძე
თამაზი თურმანიძე
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0