ქალი და მამაკაცი საქართველოში ქალიშვილობის დაკარგვა 30 წლამდე სავალდებულო ხდება 2014, 21 აგვისტო, 13:03
ემიგრანტი, საქართველო-საფრანგეთის თანამეგობრობის ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი Facebook-ზე წერს: საქართველოში ქალიშვილობის დაკარგვა 30 წლამდე სავალდებულო ხდება რადგან, თუ ქალწულობის დაკარგვა 30 წლამდე არ მოხდა, იწყება ე.წ დეგრადაციის პროცესი, რაც საბოლოოდ პათოგენური ჰალუცინაციით და ე.წ “ფუფალას” დავადებით სრულდება, როდესაც ქალი საკუთარ ფანტაზიებში იწყებს ცხოვრებას და მისი აზროვნება სტიგმატურ ინტიმს ეძლევა. ქალიშვილობის დაკარგვის მსურველები უნდა გამოცხადდნენ ოჯახის ექიმთან რეცეპტის მისაღებად. ურეცეპტოდ მისი დაკარგვა დასჯადია. სასურველია გქონდეთ კურთხევა, მოძღვრისგან თუ არა მშობლებისგან მაინც. რამდენიმე დღის შემდეგ, ბატონი ნუგზარი ხელახალ განცხადებას აკეთებს: მეგობრებო ჩემს მიერ გაკეთებულმა სტატუსმა, "საქართველოში ქალიშვილობის დაკარგვა 30 წლამდე სავალდებულო ხდება" გარდა სოციალური ქსელებისა, მედია და ბლოგერთა სივრცე ელვისებურად მოიცვა და თქვენ წარმოიდგინეთ ჯანდაცვის სამინისტროშიც კი განხილვის თემად იქცა. პროექტის ავტორად კი ჩემს გვარს ასახელებენ და 30 წელს გადაცილებული ქალიშვილებისგან იმდენი წყველა და კრულვა მომდის კვეთებულის კითხვას ვეღარ აუდის ჩემი მოძღვარი... ვიხუმრეე ხალხოოო! ვიხუმრეეეეეეეეეეე!!! 100 წელი არ გაგხეოდეთ ეგ ნაოხარი აპკი, ოღონდ ნუღარ იწყეველებით და იგინებით რააა. ფლეშკაზე ჩაიწერეთ, ფლეშკაზე! არსად დაკარგოთ ქალიშვილობა! 405 7-ს მოსწონს
|