კოლექციები მომავალი შემოდგომის მოდური ტენდენცია-'Color blocking " 2014, 22 აგვისტო, 16:21 თამამი ფერადი კონტრასტებიდან დაწყებული კაშკაშა გრაფიკით და მქრალი პასტელური შეხამებით დასრულებული- ახალ სეზონზე
Color blocking ახალ პრინციპებს გვთავაზობს.
![]() Color blocking-არის რამდენიმე განსხვავებული მკვეთრი ფერის ურთიერთშეხამება, როცა ერთი ტონი "ბლოკავს" მეორეს და წარმოიქმნება საინტერესო გადაწყვეტები. ფერთა კონტრასტი ხაზს უსვამს ფორმის გამორჩეულობას და მთავარს თითქოსდა მარკერით გამოყოფს, რაც უზრუნველყოფს სამოსში დეტალების ეფექტურ კომბინაციას. მომავალ სეზონისთვის დიზაინერები კვლავ აჯერებენ მკვეთრ ფერებს ერთ სამოსში, თუმცა იცვლება ფერთა კონფლიქტის სიმძაფრე და არსი. მოდური სახლის Dior -ის ახალი კოლექციის ვარდისფერ-მწვანე კაბის ფოტომ ჩვენებიდან მეორე დღესვე მოიარა ყველა მოდური გამოცემა, რითაც შემოდგომა-ზამთრის ერთ-ერთი მთავარი მოდური ტენდენცია- ფერების თამამი შეხამების ხელოვნება- დადასტურდა. Dior-ის კრეატიულმა დირექტორმა რაფ სიმონსმა სრულად გამოავლინა მისი სიყვარული კონტრასტული კომბინაციების მიმართ და შემოდგომა-ზამთარი 2014 წლის კოლექცია სრულად იყო ორიენტირებული ფერზე. ![]() ![]() ![]() ![]() Versace ![]() ![]() ![]() ![]() Fausto Puglisi ![]() Thakoon ![]() ზოგიერთი დიზაინერის მაგ. Missoni, Marc Jacobs, Roksanda Ilincic- კოლექციებში აგრესიული კონტრასტის ნაცვლად ორი ფერის კავშირია წარმოდგენილი, სადაც ერთი ფერი მეორეს ანათებს. ![]() ![]() Valentino ![]() Dries Van Noten ასე რომ ეფექტური და მოდური ტენდენცია, Color blocking სწორედ რომ მისწრებაა შემოდგომის ნაცრისფერი დღეებისთვის, რადგან ის ფერების შეხამების მრავალრიცხოვან კომბინაციებს გვთავაზობს, რომელშიც კონტრასტების ინტენსიურობა განწყობის მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ. 92 1-ს მოსწონს 2-ს არა
|