სხვა ვისთან ერთად უყვარს რატი დურგლიშვილს დასვენება 2012, 14 მაისი, 14:20 რატი დურგლიშვილს, როგორც ამას თვითონ აღნიშნავს, ძალიან უყვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების დათვალიერება -“ თითქმის ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი. დეტალური დათვალიერება მიყვარს და არა – ზედაპირული. ხშირად დავდივარ მცხეთაში. მიყვარს სვეტიცხოველში შესვლა. მცხეთას ყოველთვის თავისებური ხიბლი ჰქონდა და ძალიან ვმშვიდდები, როცა იქ მივდივარ. მიყვარს ბათუმიც. საქართველოს ყველა კუთხეს თავისი სილამაზე აქვს. ერთადერთი ადგილი სვანეთია, სადაც ნამყოფი არ ვარ და მინდა, წელს მოვინახულო." რატის სამოგზაუროდ წასვლა ძალიან ახლო მეგობრებთან ერთად ურჩევნია, რადგან თვლის, რომ ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც ძალიან ახლოს არაა ვერ დაისვენებს. 378 5-ს მოსწონს
|