x
მეტი
  • 08.08.2024
  • სტატია:136427
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510678
ირაკლი ღლონტის მიმართვა პრეზიდენტს.

ვწუხვარ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი შელახულია !

ვიზიარებ ექსპერტების მოსაზრებას, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქალბატონ ნინო კობახიძის განცხადება შეურაცხმყოფელია, როგორც მოქმედი პრეზიდენტის ბატონი მარგველაშვილის, ასევე ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ინსტიტუტის მიმართ.

იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უკანასკნელი გაუაზრებელი მოქმედება, რომელიც პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებულ უთანხმოებას ასე საჯაროდ გაავრცელებს. არავის არ უჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო ქალბატონი კობახიძის შეცდომა ან დაუდევრობა. აშკარაა, რომ ეს არის იმ ირონიული დამოკიდებულების გამოვლინება, რაც პრემიერის გარემოცვაში არსებობს და მიზნად ისახავს პრეზიდენტის სრულ დისკრედიტაციას.

ბატონო პრეზიდენტო,

მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი და პატივი სცეთ, როგორც საკუთარ თავს, აგრეთვე საზოგადოებას.

თუ მზად ხართ, რომ უარი უთხრათ თქვენ გუშინდელ თანამებრძოლებს მათ წინაშე ნაკისრი ვიწრო პარტიულ-პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებისგან და იბრძოლოთ სიმართლისთვის, ქვეყნისთვის და მოსახლეობისათვის ამ შემთხვევაში იქონიეთ ჩემი გულწრფელი მხარდაჭერის იმედი.

პატივისცემით,

ირაკლი ღლონტი
პ/გ “რეფორმატორები''
თავმჯდომარე

16.08.2014 წელი.image

1
24
შეფასება არ არის
ავტორი:ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი
24
  
2014, 19 აგვისტო, 10:40
სიმართლე გითხრათ მარგველაშვილისთვის არ მიმიცია ხმა, მაგრამ მაინც ვწუხვარ.
0 1 1