x
image
Lady in blue
სასულიერო პირები ანაკლიაში პარაკლისს გადაიხდიან

საპატრიარქოსაქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სინოდის წევრები და სამღვდელოება საზეიმო წირვას ზუგდიდში აღავლენს, მოგვიანებით კი პარაკლისს ანაკლიაში გადაიხდიან.

"ა.წ. 19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ქ.ზუგდიდში, ივერის
ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ჩატარდება 10:00 სთ-ზე,
რომელსაც აღავლენენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და
სამღვდელოება.
15:00 სთ-ზე კი გადახდილი იქნება პარაკლისი ანაკლიაში.
ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ამ დღეს დაბრძანებული იქნება ღვთისმშობლის კვართი და მორწმუნეთ საშუალება ექნებათ, მიეახლონ მას" - ნათქვამია განცხადებაში.

0
34
2-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0