x
image
K.P.
ლიზა ყენია: "მეგონა ტუჩების გადიდების ამბავს ვერ მიმიხვდებოდნენ"
imageმაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილი ლიზა ყენია დამწყები მომღერალია. ჯერ დედას ვერ ჯობნის, მაგრამ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ლიზა საკმაო მომხიბვლელი და ლამაზი გოგონაა. ახალგაზრდა მომღერალი თამამი ფოტოების წყალობით ყვითელი პრესის ფურცლებზეც ხვდება. ლიზა აქტიურად მუშაობდა სანო სტუდიაში პირველ ალბომზე. ჯერ სკოლის მოსწავლეა, მაგრამ პროფესია უკვე აირჩია, სურს ოპერის მომღერალი იყოს. ვოკალის გარდა დიდ ყურადღებას აქცევს ინგლისურს. მეტიც ენას რამდენიმე პედაგოგთან ეუფლება.

ლიზა ამჟამად მეგობრებთან ერთად ქობულეთში ისვენებს. გოგონა პლაჟზე გადაღებული სურათებითაც ხშირად გვანებივრებს.

"ლიზა ჯანმრთელი ცხოვრების სტილს მისდევს, ვარჯიშობს, სწორად იკვებება და ამაყობს თავისი სხეულის ფორმებით. როგორც ბოლო სურათებიდან ჩანს ლიზამ ტუჩების ფორმა შეიცვალა და ამის აფიშირებას სოციალურ ქსელში ცდილობს"-წერს ერთ-ერთი სააგენტო. ახალგაზრდა მომღერალმა ჟურნალისტების გავრცელებულ მორიგ ჭორს ხუმრობით უპასუხა: "მეგონა ტუჩების გადიდების ამბავს ვერ მიმიხვდებოდნენ". image

შეგახსენებთ, რომ ლიზამ სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო. მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ის პროექტ "ანაბანაში", რამდენიმე წლის შემდეგ საბავშვო ევროვიზის შიდაშესარჩევ ტურში გაიმარჯვა და საქართველო კონკურსზე წარადგინა. (ლიზა ჯგუფ "პრინცესების" შემადგენლობაში იყო, როდესაც საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო წარადგინა.) ახალგაზრდა მომღერალი ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ნუცას სკოლის" ფინალისტიც გახლდათ, რამდენიმე თვის წინ კი "ახალ საბავშვო ხმაშიც" მიიღო მონაწილეობა. ის ეკა კახიანის გუნდის წევრი გახლდათ.


imageimage

0
549
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
549
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0