კულტურა ქალაქი კრაკო-"მეფე დავითი","ქრისტეს ვნებანი","შეწყალების კვანტუმი" 2014, 15 აგვისტო, 19:04 კარკო შუა საუკუნეების მცირე ზომის ქალაქი იყო, რომელიც ''მატერას'' პროვინციაში მდებარეობს, ტარანტოს ყურიდან 35 კილომეტრის დაშორებით.
ეს, ტიპიურ იტალიურ შუა საუკუნეების ქალაქს წარმოადგენდა, რომელიც გორაკზე იყო აშენებული, ხოლო გარშემო პურის ყანებით იყო
გარშემორტყმული.
მიწისძვრებმა, მცოცავმა მიწამ და უნაყოფო ნიადაგმა მოსახლეობა იძულებული გახადა ქალაქი მიეტოვებინათ.
1276 წელს იქ უნივერსიტეტი დაარსეს, მეცამეტე საუკუნის ბოლოსთვის კი ქალაქის გარშემო შემოავლეს გალავანი და რამდენიმე კოშკი ააშენეს. ქალაქის ზრდა და მშენებლობა გრძელდებოდა ფედერიკო II-ის დროსაც, ხოლო დაახლოებით XIV საუკუნის დასაწყისში ქალაქს უკვე ოთხი დიდი მოედანი ჰქონდა. XI საუკუნიდან XV საუკუნემდე ხუთი ათასი კაცით გაიზარდა რაც ქალაქის მნიშვნელობის ზრდაზე მიუთითებს. 1656 წელს ქალაქში შავი ჭირი გავრცელდა, რასაც ასობით ადგილობრივი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. შავმა ჭირმა ქალაქის მოსახლეობა საგრძნობლად შეამცირა. 1795-თვის ქალაქის მმართველობამ გადაწყვითა აღარ დამორჩილებოდა ფეოდალურ მმართველობას და ქალაქი კრაკო დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად გამოაცხადა. 1892 წლიდან დაიწყო ქალაქის დაცარიელება, პირველი ნაკადი შეადგენდა 1300 ადამიანს, რომლებიც მიწების უნაყოფობის გამთ ამერიკაში გადასახლდნენ. 1932-1956 წწ-ში მომხდარმა მიწისძვრებმა ქალაქი იმდენად დააზარალა რომ იქ ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა, 1968 წელს კი უკანასკნელმა 1800-მა მოსახლემ დატოვა ქალაქი.ქალაქი მისი უნიკალური სილამაზისა და სიძველის გამო მრავალი კინორეჟისორის ინტერესს იწვევს. გადასაღებ მოედნად კრაკო გამოიყენეს შემდეგ ფილმებში:"მეფე დავითი", "ქრისტეს ვნებანი", "შეწყალების კვანტუმი" და ა.შ. 44 2-ს მოსწონს
|