შოუბიზნესი აიშვარია რაი-ბიოგრაფია საზოგადოებისთვის უცნობი ფოტოების თანხლებით 2014, 13 აგვისტო, 12:09 მან სრულიად სამართლიანად დაიმსახურა პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალის ტიტული.ინდოელმა ქალმა დაიპყრო მილიონობით თაყვანისცემელთა გული
მსახიობმა 40 წელს გადააბიჯა, თუმცა კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. დაიბადა მანგალორში, კარნატაკა.მამა Krishnaraj, ბიოლოგი იყო, ხოლო დედა დიასახლისი. როგორც მოზარდების უმეტესობა, გოგონა გატაცებული იყო ცეკვებით, მუსიკით და ფილმებით. მუმბაიში გადასვლამდე ეშმა დაამთავრა არია მენდია ვინდირის საშუალო სკოლა. თავიდან ეში Ruparel -ის კოლეჯში სწავლობდა, ხოლო შემდეგ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც არქიტექტურის შეწავლა დაიწყო. თუმცა მალევე სწავლა მიატოვა და სამოდელო ბიზნესში ჩაერთო. გოგონა 5 წლის განმავლობაში სწავლობდა კლასიკურ ცეკვას და მუსიკას. აიშვარიას უფროსი ძმა ადიტია, პროფესიით სავაჭრო ფლოტის ინჟინერი გახლავთ. 1993 წლიდან იწყება აიშვარიას სამოდელო ბიზნესში აღმასვლა. 1994 წლიდან გადამწყვეტი მომენტი დგება ეშის კარიერაში, იგი ვიცე-"მის ინდოეთი" ხდება. შემდეგ იყო მის მსოფლიოს კონკურსი, რომელიც სან-სიტიში გაიმართა(სამხრეთ აფრიკა).გამარჯვება და უმაღლესი ტიტული, აგრეთვე ეშმა გაიმარჯვა კატეგორიებში "მის ფოტოგენურობა და "მის მსოფლიო აზია-ოკეანეთი". გამარჯვებისთანავე რაის უამრავი წინადადება შესთავაზეს სხვადასხვა სფეროდან, თუმცა იგი იმ პერიოდში მხოლოდ სამოდელო ბიზნესზე იყო ორიენტირებული. მხოლოდ სამი წლის შემდეგ გადაწყვიტა ეშმა კინოკარიერა დაეწყო.1997 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში "Iruvar". 1998 წელს რაი გადაიღეს ფილმში "Jeans", ამ სურათით ინდოეთი პირველად ოფიციალურად წარდგა "ოსკარის" დაჯილდოებაზე. მსხიობის უსაყვარლესი ფილმი "კასაბლანკა". მსახიობს და მოდელს 50 სხვადასხვა პრიზი და ჯილდო აქვს აღებული. აიშვარია რაი პირველი ბოლივუდის მსახიობი იყო, რომელმაც ჟურნალ" Rolling Stone"-ის გარეკანი დაამშვენა. დუეტი აკთან(ეკში კუმარი) ერთად, წყვილმა ერთად ითამაშა ფილმებში:"Khakee" და "Action Replay". 2002 წელს ეში მსახიობ სალმან ხანს დაშორდა .კომენტარი ასეთი იყო:"ღალატი, უპატივცემლობა ხანის მხრიდან". ეშმა მალევე იპოვა ახალი სიყვარული, მსახიობი ვიველ ობეროი. თუმცა ამ "დედიკოს ბიჭთან" ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა და მალე მსახიობმა ახალი რომანი გააბა მსახიობ ამიშეკ ბაჩანთან(ლეგენდარული ამიტაბხა ბაჩანის შვილი) ფილმ "Dhoom 2" -ის გადაღების დროს 2006 წელს. 2007 წელს გაიმართა აიშვარია რაის და ამიშეკ ბაჩანის ქორწილი. აიშვარია რაიზე ინტერნეტში 17 000 საიტია გახსნილი, იგი ითვლება ინდოეთის ყველაზე გავლენიან და პოპულარულ ქალად. 2012 წელს ეშს გადეცა საფრანგეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო "Ordre des Arts et des Lettres". ეში მეუღლესთან ერთად ოპრი იონფრის შოუში. ეშის 2011 წლის 16 ნოემბერს შეეძინა გოგონა, რომელსაც არადჰია დაარქვეს. ეში პირველი ინდოელი მსახიობი გახლდათ, რომელიც კანის ფესტივალზე ჟიურის წევრი გახდა. ეში თავის პატარა გოგონასთან ერთად, რომელიც ამჟამად 3 წლისაა. 905 7-ს მოსწონს
|