კინო მსახიობი რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვნეს 2014, 12 აგვისტო, 10:26
მისი პუბლიცისტის განცხადებით, მსახიობი მძიმე დეპრესიას ებრძოდა. ცოტა ხნის წინ უილიამსმა თავად იხუმრა ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან თავისი ბრძოლის შესახებ. მსახიობი სარეაბილიტაციო კურსსაც გადიოდა. რობინ უილიამსი 1951 წელს ჩიკაგოში დაიბადა. მისი მონაწილეობით ცნობილი ფილმებია "დილა მშვიდობისა ვიეტნამო", "მკვდარი პოეტების საზოგადოება", მიღებული აქვს ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ფილმისთვის "ჭკვიანი უილ ჰანტინგი", ასევე არის ორი ემის, სამი ოქროს გლობუსის, მსახიობთა გილდიის ორი ჯილდოსა და ხუთი გრემის მფლობელი. 147 4-ს მოსწონს
|