ქალი და მამაკაცი 5 სახალისო მიზეზი რის გამოც შესაძლებელია ქორწინება "ჩაიშალოს" 2014, 11 აგვისტო, 16:39 1) ამერიკის შტატ დელავერში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც წყვილს შეუძლია დაუყოვნებლივ განქორწინდეს, თუ აღმოჩნდება, რომ ორივე ან ერთ-ერთი მათგანი დაქორწინდება სანაძლეოს გამო ან ხუმრობით. ასე რომ, თუ დელავერში ცხოვრობთ და ხუმრობა-ხუმრობაში დაქორწინდით, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ მოითხოვოთ ქორწინების ანულირება.
2) მასაჩუსეტსის ქალაქ სალემში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც დაქორწინებულ წყვილს არ აქვთ უფლება ნაქირავებ ოთახში ეძინოთ შიშველ მდგომარეობაში.
3) იმისათვის, რომ ლამაზი ღიმილი ასაკში შესვლის შემდეგაც შეინარჩუნოს, ზოგიერთ ქალს ნებართვის აღება ქმრისაგან უწევს. ვერმონტში ცოლმა წერილობითი ნებართვა უნდა მიიღოს ქმრისგან, რათა შეძლოს კბილის პროთეზის გაკეთება.
4) თუ ჩვენთან სიყვარულის და სიმამაცის დამტკიცება ქაჯეთის ციხის აღებასთან ასოცირდება, ზოგგან იგივეს დასატკიცებლად რამდენიმე ფრინველის მოკვლაც საკმარისია. მაგალითად, ქალაქ ტრუროში (მასაჩუსეტსი) საქმრომ ქორწინებამდე საკუთარი სიმამაცე უნდა დაამტკიცოს ნადირობით და უნდა მოკლას 6 შაშვი ან 3 ყვავი.
5) სულელებისთვის და მთვრალებისთვის ქორწინება არ შეიძლება! - სწორედ ასე ფიქრობდნენ იმ კანონის ავტორები, რომლის მიხედვითაც მისისიპში სახელმწიფო მოხელეს, რომელიც არეგისტრირებს ქორწინებას, უფლება აქვს არ გასცეს ქორწინების მოწმობა, თუ შეამჩნევს რომ წყვილი გამოიყურება მთვრალივით, გიჟურად ან სულელურად. 61 3-ს მოსწონს
|