x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
უკულტურო ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტში
კულტურა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული. თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი კულტურა XVII საუკუნიდან იხმარება, რომელიც ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირდება. ეს სწორედ ის თემაა, რომლის ტკივილი დღევანდელ რეალობაში ფართოდაა მოდებული. როგორც წესი, ადამიანი ცხოველისგან თავისი გამორჩეული გრძნობებით, ინსტიქტებითა და სულიერი კულტურით განსხვავდება, თუმცა რაც დღეს ხდება, ძნელია იმას სულიერი კულტურა უწოდო. რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც ქვეყნის კანონების შესაბამისად ფულადი გადასახადებით განპირობებული ჯარიმის სახით დაკისრებული გადასახადების ფონზე შიშის გავლენით გამოწვეული ამ ჩვენი უკულტურობის აღმოფხვრა??! განა არ შეიძლება ადამიანმა მუდამ კულტურულად განაპირობოს თავისი ნებისმიერი ქცევა ქუჩა იქნება ეს, საზოგადოების თავშეყრის ადგილი თუ ტრანსპორტი? თუმცა თითოეული ჩვენგანის ქცევა ჩვენი შინაგანი, სულიერი კულტურიდან გამომდინარეობს და დღევანდელ სტატიაშიც სწორედ ამ რაკურსით მინდა შემოგთავაზოთ ის ფოტოკრებული, რომელიც ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა (რომლის ვინაობა ჩემთვის უცნობია) სპეციალურად პროექტ Let's stay human on public transport-ისთვის გადაიღო, სადაც სწორედ იმ ცხოველებთან გააიგივა ყველა ის ადამიანი, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში "მათსავით" ქმედებენ.


მოდით აღარ შეგაწყენთ ჩემეულა შესავლებით და შემოგთავაზებთ ფოტოკრებულს, სადაც ადამიანი საკუთარი ქცევიდან გამომდინარე გაიგივებულია შესაბამის ცხოველთან. მე კი იმედს ვიტოვებ, რომ ფოტოპროექტის ხილვის შემდგომ ბევრი აღმოფხვრით ამ მავნე ჩვევას თუ ჩვევებს.



1. სახედარი ადამიანი. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სახედარი ყველაზე ჯიუტი პირუტყვია, რომელსაც ზრდილობა არ მოეკითხება. ამ ფოტოს ხილვით ადვილი მისახვედრია ამ ე.წ. სახედარ-ადამიანს სად უჭირს კულტურულად. ვერ შეასწარით? მერე რა, მეორე მატარებელი ხომ მალე მოვა.

image






2. მოხტუნავე ადამიანი. ისიც კარგად იცით, რომ ბაყაყი ყველაზე მოხტუნავე არაა ჩვენი პლანეტის ქვეწარმავლებიდან თუ ცხოველებიდან, უბრალოდ ფოტოპროექტის ჩარჩოებს რატომღაც მოხტუნავე და ყიყინა ადამიანი ყველაზე კარგად მოერგო. თუ ფული არ გაქვს, ბანკომატზე ხტომა ბევრის აზრით გამოსავალია?? იქნებ უბრალო, ადამიანურმა თხოვნამ გაჭრას!

image





3. კაკანა ადამიანი. არადა რამდენს აქვს ეს ჩვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაიყვანოს დრო მობილურ ტელეფონზე მეგობართან ან ახლობელთან საუბარში, თან ამ დროს ისე ხმამაღლა, გაუთავებლად და მომაბეზრებლად იცის ბევრმა საუბარი, რომ არც ფიქრობენ გარშემომყოფთ ბუნება-განწყობაზე, რომ შეიძლება ბევრი მათგანი დაღლილი ბრუნდებოდეს სახლში, ან აწუხებდეს რაიმე ყოფითი პრობლემებზე ფიქრი, სტკიოდეს თავი და კიდევ სხვა უამრავი მიზეზი. ფოტოგრაფმაც ასეთი კატეგორიის ადამიანი კაკანა ქათმებთან გააიგივა.

image





4. მაჩვი ადამიანი. ფოტო დასტური იმისა, რომ ამ კატეგორიის ადამიანი უქნარა და ზანტია, რომელიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის არსებობს, არადა გარშემო რამდენი დაღლილი, მოხუცი თუ ორსული ადამიანია, რომელთაც თქვენზე მეტად სჭირდებათ დასვენება.

image





5. ღორი ადამიანი. (ტახი) არც ამ ფოტოს სჭირდება რაიმე ახსნა-განმარტება, ყველასთვის ნათელია, რომ ცხოველებში ღორი ერთადერთია, რომელიც თავს ჰარმონიულად მხოლოდ სიბინძურეში გრძნობს და ამაში ცუდი არაფერია. მაშ რატომ ჰქვია ამ კატეგორიის ადამიანსაც ადამიანი??

image





6. აქლემი ადამიანი. მოგეხსენებათ აქლემი ერთადერთი პირუტყვია, რომელსაც გადანერწყვის (და თან დიდი რაოდენობით) გარეშე არ შეუძლია ყოფნა მისი ბუნებიდან გამომდინარე, თუმცა აქაც მას პირუტყვი ჰქვია და ამ კატეგორიის ადამიანს-ადამიანი. ეს ჩვევა არა მარტო უკულტურობაა, არამედ პიროვნებებს, რომელთაც სხვადასხვა ინფექციური დაავადება აქვთ, ან უბრალოდ ვირუსით არიან შეპყრობილნი, ასეთი გზით ადვილად შეუძლიან დააინფიცირონ გარშემო მყოფნი, ვინაიდან ნერწყვშიც გადადის დამაინფიცირებელი ჩხირი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ცოცხალია და ადვილად შეიძლება გადაედოს საზოგადოებას.

image





7. ხარი ადამიანი. ფოტოდან ნათელია თუ ამ პუნქტზე როგორი ზნის ადამიანზე მსურს საუბარი, რომელიც ფოტოგრაფმა ხართან გააიგივა, ხართან, რომელიც ყველაფერს და ყველას რქებით იგერიებს. ამიტომ ნუ გახდებით ხარი, დარჩით ადამიანად და მოთმინებით მოეკიდეთ საზოგადოებრი ტრანსპორტში ყოფნის პერიოდს. ყველამ საკუათარი ჩვევა რომ აღმოფხვრას და მოთოკოს, შესაბამისად უკულტურობაც გაქრება.

image


2
543
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
543
  
2014, 11 აგვისტო, 10:40
გაიხარე ჩემო კარგო.
2014, 11 აგვისტო, 10:34
კარგია...როგორც ყოველთვის
0 1 2