x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134642
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
ირაკლი ღლონტი - პრემიერ მინისტრის დაუდევრობით ბიუჯეტი დაზარალდა.

imageმინდა გამოვეხმაურო მთავრობის მორიგ გაუაზრებელ გადაწყვეტილებას, რომელსაც მილიონ ლარამდე თანხა შეეწირა.
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირის, ტოტალური უმუშევრობის ფონზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 998 000 ლარის საზეიმო ღონისძიებისათვის დახარჯვა ხელისუფლების ერთ-ერთ არსებით შეცდომად მიგვაჩნია.

საქართველოს პრემიერ მინისტრის 2014 წლის 23 ივნისის N 1115 განკარგულების თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას 998 000 ლარი გამოუყო.

რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი კოლოსარული ჰონორარები გაიცა კონცერტის მონაწილეებისათვის, ათობით ათასი ლარი გადაეცა სიმღერის შესრულებისათვის რამდენიმე მომღერალს, როცა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი იზიარებდა ამ დიდ წარმატებას და ეჭვგარეშეა, რომ ისინი ამ კონცერტში სიმბოლური ჰონორარის სანაცვლოდაც კი მიიღებდნენ მონაწილეობას.

ჩვენ გვახსოვს 3 არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით გამართული კონცერტი “ჩვენ ვირჩევთ ევროპას’’ რომლის საერთო ბიუჯეტმა 72 171 ლარი შეადგინა, ამ ოდენობის თანხა ხელისუფლებამ მხოლოდ ღონისძიების სატელევიზიო რეკლამაში დახარჯა.

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირთან ასოცირების ფაქტის საზეიმო ფორმატში აღნიშვნას, ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა ჩვენი ერისათვის. ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ზეიმობდა ამას, თუმცა გონიერი ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებდა მოსახლეობის მდგომარეობას და ჩემი აზრით შესაძლებელი იყო ყველაფერი გაცილებით ნაკლები დანახარჯებით ჩატარებულიყო.

პატივისცემით,

ირაკლი ღლონტი
პ/გ “რეფორმატორები''
თავმჯდომარე

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0