x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უცნაური სექსუალური თამაში სასტიკი მკვლელობით დამთავრდა
image



















18 წლის ფეხმძიმე გოგონა მიჩიგანიდან გაგუდა, ხოლო მის ბოიფრენდს თავი მოჭრა სექსუალურმა მანიაკმა, მას შემდეგ, რაც წყვილმა ინტერნეტის მეშვეობით კონტაქტი დაამყარა მასთან.


18 წლის ბრუკ სლოუკმა 31 წლის მამაკაცი, სახელად ბრედი ოსტრაიკი სოციალურ ქსელ "Craigslist"-ში გაიცნო.წყვილი შეთანხმდა, რომ ისინი სექსით დაკავდებოდნენ, ხოლო გოგონას ბოიფრენდი, 25 წლის ჩარლზ ოპენირი ამას ყველაფერს, თავის თვალით უყურებდა.


image


















გასულ ოთხშაბათს ოპენირის უთავო გვამი იპოვეს ტყეში, პარკის სიახლოვეს, სადაც პოლიციამ რამდენიმე დღის წინ მისი მიტოვებული ავტომობილი აღმოაჩინა.


სანამ სამართალდამცავები ოსტრაიკის სახლის ჩხრეკის ორდერს ელოდებოდნენ, ეჭვმიტანილმა მოახერხა და საკუთარი ავტომობილით მიმალვას ეცადა.


განხორციელდა დევნა.ოსტრაიკი ღობეს შეასკდა.პოლიციამ ალყა შემოარტყა, ეჭვმიტანილმა კი თავი მოიკლა. მკვლელის ავტომობილის საბარგულში სამართალდამცავებმა ბრუკ სლოუკის გვამი აღმოაჩინეს.

image





















პოლიციამ ოსტრაიკის სახლიდან 400-ზე მეტი ნივთი ამოიღო.მათ შორის იარაღი, საბრძოლო მასალები, დანები.აგრეთვე მათ იპოვეს რამდენიმე ნივთი, რომელიც მოკლულებს ეკუთვნოდათ.


პოლიციამ საქმე არ დახურა, მათ ეჭვი აქვთ, რომ ოსტრაიკს კიდევ სხვა დანაშაულები აქვს ჩადენილი.

0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0