x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ბრაზილიელი ცოლ-ქმარი და-ძმა აღმოჩნდა,რომლებიც ბავშვობაში დააშორეს
image
























ბრაზილიელმა ცოლ-ქმარმა, რომლებიც 6 წლის გოგონას ზრდიან, მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ და -ძმა არიან.ორივე თავის დროზე დედებმა მიატოვეს.მოგვიანებით წყვილმა გადაწყვიტა ეძებნათ საკუთარი დედები.


39 წლის ადრიანამ და 37 წლის ლეონარდომ ერთმანეთი 10 წლის წინ გაიცნეს, დაქორწინდნენ, შემდგომ შეეძინათ გოგონა, რომელიც ამჟამად 6 წლისაა.ცოლ-ქმარმა ბავშვის გაჩენის შემდგომ გადაწყვიტეს მოეძებნათ საკუთარი დედები.


ლეონარდომ მხოლოდ ის იცოდა, რომ დედამისს მარია ერქვა . იგი 8 წლის ასაკში მიატოვა დედამ.ლეონარდოს გაუმართლა, შემდგომ იგი სხვა ქალმა იშვილა


რაც შეეხება ადრიანას, იგი 1 წლის იყო, როდესაც დედამ მიატოვა, მას მამა ზრდიდა, დედამისსაც მარია ერქვა.


დედის ძებნაში ადრიანამ დარეკა ადგილობრივ რადიოსადგურში Globo Radio –რომელიც დაკარგული ნათესავების ძებნითაა დაკავებული.


მალე რადიოსადგურის თანამშრომლები ადრიანას გამოეხმაურნენ და ახარეს, რომ მისი დედა ნაპოვნია და უახლოეს მომავალში საუბარსაც შეძლებდა მასთან.


მართლაც გაცნობა-საუბარი შედგა.დიალოგის დასასრულს ადრიანას დედამ აღიარა, რომ მას ჰყავს კიდევ ერთი შვილი, უფროსი ვაჟი ლეონარდო და რომ ისიც მიატოვა.

ადრიანამ ჯერ თავიდან იფიქრა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, შემდგომ გაახსენდა, რომ ლეონარდოს დედასაც მარია ერქვა და ეჭვმა შეიპყრო.


როგორც Independent-ი იუწყება, წყვილმა თავის თავზე გადაიტანა ე.წ.გენეტიკური სექსუალური მიზიდულობა(Genetic Sexual Attraction, GSA).


თავიდან შოკირებულები ვიყავით, აცხადებენ ლეონარდო და ადრიანა, თუმცა შემდგომ გავმართეთ ოჯახური საბჭო და გადავწყვიტეთ ერთად გავნაგრძოთ ცხოვრება, ვინც რა უნდა ის თქვას.


როგორ იმოქმედა მათ პატარა გოგონას ჯანმრთლეობაზე სისხლის აღრევამ არაფერია ნათქვამი.


ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ.მსგავსი ფაქტი ბრაზილიაში 2008 წელსაც მოხდა, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ესენი თუ დედით მაინც არიან დედმამიშვილები, იმ შემთხვევაში მდგომარეობა უფრო დრამატული იყო, ტყუპი და-ძმა დაქორწინდა, რომლებიც სხვადასხვა ოჯახმა იშვილა და ცალ-ცალკე გაიზარდნენ.

მაშინ ქორწინება დაუყონებლივ ანულირებული იქნა.image

3
224
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
224
  
2014, 10 აგვისტო, 17:34
მართლაა ბრაზილიაააა :D მერეე გაიგებენნ რომმ ისს დედა , სინამდვილეში მამა ყოფილაა :)))
2014, 9 აგვისტო, 23:58
ასეთი რაღაც ბრაზილიაში თუ მოხდებოდა :D
2014, 9 აგვისტო, 22:31
:( რა საშინელებაა
0 1 3