სხვა ჰუმანიზმი,როგორც მსოფლმხედველობრივი და ეთიკური სისტემა 2014, 8 აგვისტო, 14:25 ![]() ცხოვრებისა და აზროვნების ისეთ წესზე, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებზე, პიროვნების, როგორც ინდივიდის, გათვალისწინებასა და ხელშეუვალობაზე. დეჰუმანიზაციის ეს პროცესი კი თავისთავად გულისხმობს, დაპირისპირებას საზოგადოების წევრებს შორის, დისკრიმინაციასა და ჩაგვრას განსხვავებული შეხედულებისა და აზრის მქონე ინდივიდების, რაც გავლენას ახდენს, როგორც ქვეყნის ისე თითოეული ინდივიდის ცხოვრების ხარისხსა და წესზე. ჰუმანიზმის ძირითად პრინციპად განსხვავებული აზრის პატივისცემა, სხვა აღმსარებლობის თუ კულტურის მქონდე პირთა შემწყნარებლობა –მიღებაა, მთელი ზნეობრივი კანონი ერთი სიტყვით გამოითქმება: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი (მთ., 19, 19). დეჰუმანიზაცია კი, ამ ყველაფრის შებრუნებული პროცესია, რაც არა მხოლოდ, „მასის ადამიანს“ წარმოშობს, არამედ ქმნის საზოგადოებას რომელიც შეუწყნარებელი და დაუნდობელია მათ მიმართ ვისაც განსხვავებული შეხედულებები გააჩნია. ერთი სიტყვით ჰუმანიზმი, როგორც მსოფლმხედველობრივი და ეთიკური სისტემა თანდათან სულ უფრო მძლავრად იდგამს ფესვებს მსოფლიო ხალხების აზროვნებასა და კულტურაში, ხდება ინფორმაციის გაცვლა–გამოცვლა, პროგრესულად აზროვნება და გასხვავებული აზრის პატივისცემის კულტურის დამკვიდრება მსოფლიოში. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ თუ მსოფლიოს საერთო სურათით ვიმსჯელებთ, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანის ჩაგვრა და დისკრიმინაცია ხდება, განსხვავებული რასის, აღმსარებლობის, სქესის, ასაკის თუ აზრის ქონის გამო, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ჰუმანიზმია ის რაც, ადამიანებს მოგვცემს საშუალებას ვეზიაროთ მსოფლიო კულტურას, ტრადიციებსა და სხვადასხვა ხალხებისათვის დამახასიათებელ ცხოვრების წესს. რაც ყველაზე მთავარია ესაა სისტემა, რომელიც თითოეულ ადამიანს თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად აგრძნობინებს. 8 აგვისტო, 2014 წელი 2260 1-ს მოსწონს
|