x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135822
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ქრისტინე იმედაძის თამამი ფოტოები მისი ინსტაგრამიდან
image


30 წლის მომღერალი და ყოფილი ბალერინა ქრისტინე იმედაძე ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.

ქრისტინეს პირველი უიღბლო ქორწინებიდან ყავს შესანიშნავი გოგონა, ტაისია. მომღერალი 24 წლის ასაკში ცოლად გაყვა ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიას, მაგრამ მათმა ურთიერთობამ მხოლოდ წელიწადნახევარს გასტანა. იგი მეორედ გათხოვებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან ოჯახის შექმნის შიში გაუჩნდა.

ქრისტინე ეს ის პიროვნებაა, რომლის პირადი ცხოვრებაც ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისათვის და სხვა ცნობილი ქართველებისგან განსხვავებით მასზე ბევრს არ ჭორაობენ და არც არავის აღიზიანებს მისი ქმედებები. არ არის ცნობილი აქვს თუ არა მას ვინმესთან სასიყვარულო რომანი. ამით იგი ძალიან განსხვავდება მისი ცნობილი მამიდისგან, ყველაზე სკანდალურ მსახიობ ია ფარულავსაგან, რომლის ყოველი ნაბიჯი ყოველთვის ცნობილი არის ქართველი საზოგადოებისთვის და რომელიც მუდმივად სკანდალებში ეხვევა.

ქრისტინე გარეგნულად ძალიან კარგ ფორმაშია იმისდა მიუხედავდ, რომ ერთი შვილის დედაა. მისი გარეგნული სილამაზე კი იმით არის განპირობებული, რომ ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით და მუდმივად ვარჯიშობს. პლასტიკური ოპერაციების მოდას არ არის აყოლილი და არც აპირებს ოდესმე პლასტიკური ქირურგის მომსახურებას, გარდა ბოტოქსისა. მომღერალი არ ხმარობს ძვირადღირებულ კოსმეტიკას და სახის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას.


ქრისტინე იმედაძე საცურაო კოსტიუმებში ძალიან ესთეტურად გამოიყურება.

ქრისტინე ხშირად ანებივრებს საზოგადოებას თავისი სექსუალური ფოტოებით, რომლებიც ცხელ ზაფხულში აუზზე თუ ზღვის სანაპიროზე აქვს გადაღებული.

გთავაზობთ ქრისტინე იმედაძის ფოტოებს მისი ინსტაგრამიდან.

imageimageimageimage

image

imageimage

image

0
433
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0