ვარსკვლავები ჟურნალმა Forbes წლის ყველაზე მაღალ-შემოსავლიანი ქალი-მსახიობები დაასახელა 2014, 5 აგვისტო, 17:34 ჟურნალმა Forbes წლის მაღალი შემოსავლების მქონე მამაკაცი-მსახიობების დასახელების შემდეგ დათვალა მსახიობი-ქალბატონების შემოსავალიც 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით.
თუ მსახიობ მამაკაცებში ლიდერობა რობერტ დაუნი-უმცროსმა მოიპოვა, ქალბატონებს შორის სიის სათავეში 50 წლის სანდრა ბალოკი მოექცა, რასაც ის ფილმს "გრავიტაციას" უნდა უმადლოდეს.
მისი შემოსავალი 51 მილიონი დოლარია. სიის სათავეებში ყოფნას სანდრა ბალოკი როლების სწორად შერჩევით ახერხებს.
მეორე ადგილზე ფილმების "შიმშილის თამაშები" და "ადამიანები იქსი" ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსია, წლის განმავლობაში მსახიობმა საკუთარი ბიუჯეტი 34 მილიონი დოლარით შეავსო. ლიდერების სამეულს ასრულებს ჯენიფერ ენისტონი წლიური შემოსავლით 31 მილიონი დოლარი. ამერიკელების საყვარელი ქალბატონის სოლიდურ ჰონორარებს არამარტო კინოფილმები, არამედ სარეკლამო კონტრაქტებიც უზრუნველყოფს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების ათეულში მომდევნო ადგილები ასე გადანაწილდა: გვინეტ პელტროუ მეოთხე ადგილზეა 19 მილიონი დოლარი შემოსავლით, რომელშიც დიდი წილი ფილმის "რკინის კაცი 3" როლის შესრულებიდან არის მიღებული. ანჯელინა ჯოლიმ 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ, რაც მსახიობის ოპერაციას უკავშირდებოდა, ჯოლი დაუბრუნდა კინოკარიერას ფილმით " "Maleficent", სადაც მან ბოროტი ჯადოქრის როლი ითამაშა. კამერონ დიასის შემოსავალი 18 მილიონი დოლარი იყო. 40 მილიონიანი ბიუჯეტის ფილმმა "სხვა ქალი", რომელშიც კამერონ დიასი მთავარ როლს თამაშობს უკვე 190 მილიონზე მეტი შემოსავალი მოიტანა. ასე რომ მსახიობის შემოსავლებიც იზრდება. სკარლეტ იოჰანსონმა 17 მილიონი დოლარი მიიღო ემი ადამსმა 13 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მსახიობმა მეხუთედ მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში "თაღლითობა ამერიკულად" ნატალი პორტმანმა და კრისტენ სტიუარტმა 12 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს. ნატალი პორტმანი კრისტენ სტიუარტი 144 1-ს მოსწონს
|