კაბები სეზონის ყველაზე მოდური სადღესასწაულო კაბები 2014, 4 აგვისტო, 18:43 ბევრის აზრით ქალს როდესაც დახვეწილად აცვია და ყველაფერი უხდება, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ უხდება არაფერი ისე, როგორც კაბა. კაბა, რომელიც ქალის სილუეტს უფრო ნათელს ჰფენს, გრძელი კაბა, რომლის ბოლოც სიარულისას ფრიალებს და გაორმაგებულად აფრიალებს "ბევრის" გულებსაც. თუმცა ალბათ ბევრი თქვენგანი არ დამეთანხმება, რადგან განსაზღვრული ნაწილი მოკლე კაბებს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სიგრძეს, ქალის განუყოფელ ნაწილს ხომ ცხოვრების მანძილზე მაინც კაბა წარმოადგენს, რომელიც მის დღესასწაულს უფრო მკვეთრ სადღესასწაულო ელფერს აძლევს. ერთი სიტყვით კი მინდა დღევანდელ სტატიაში გამცნოთ სადღესასწაულო კაბების სეზონის ყველაზე დახვეწილი კრებული, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს დაეხმარება უახლოეს მომავალში დაგეგმილ საზეიმო საღამოზე ყველაზე გამორჩეულად ამყოფოს. 14024 14-ს მოსწონს 1-ს არა
|