გამარჯობათ, მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ დღეს-დღეობით არსებულ ქართული საიტების რეტინგთან დაკავშირებით.
ყველას თუ არა უმეტესობას მინც გეცოდინებათ TOP.GE რომელიც აწარმოებს ქართული საიტების რეიტინგის მონიტორინგს და აქვეყნებს საჯაროდ, ამჟამად ამ რეიტინგის პირველი ოცეული ასეთია:
თითქოს არაფერი მაგრამ ამ სიაში არსებული საიტების ნახევარი სერიოზულ ეჭვს იწვევს თავისი რეიტინგით, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სერიოზულად შეიცვალა. კონკრეტულად კი გამოჩნდა სრულიად ახალი საიტები მაღალი რეიტინგებით და მომხარებლით ეს მაშინ როდესაც საიტები სულ 1-2 თვის ჩართული იყო უკვე პირველ გვერძე გაჩნდნენ.
1. adjarabet.com
2. rs.ge
3. saitebi.ge
4. news.ge
5. ambebi.ge
6. amindi.ge
7. presa.ge
ეს იმ საიტების არასრული ჩამონათვალია რომლებმაც 1 კვირის განმავლობაში მოიპოვეს მაღალი რეიტინგი აღნიშნულ საიტზე (top.ge) ნელ-ნელა მაგრამ ამ მცირე დროში, აღსანიშნავია ასევე რომ უმეტესობა მათგანი არის 2011 წლის ბოლოს შექმნილი და თანაც ერთი და იგივე შინაარსის., კონკრეტულად 4, 5, 6, 7 ეს საიტები იგივე შინაარსისაა თითქმის იგივე დროს შექმნილი და ზუსტად იგივე პერიოდებში მოემატათ რეიტინგი.
ასევე 1 აჭარაბეთი ონლაინ ტოტალიზატორი მართალია ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრი ინოვაცია დანერგა მაგრამ თითქმის საქართველოს მოსახლეობისთვის არარეალურ რეიგინგს აჩვენებს თანაც სტაბილურად ყოველდღე.
დანარჩენე 2 და 3 ნომერ საიტებზეც იგივე სიტუაციაა.
მე მაგალითად ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ შემეძლო top.ge რეიტინგის გაყალბება მარტივად ნუ რათქმაუნდა ეხლა აქ ამ ხერხებს არ დავასახელებ მაგრამ როგორც ჩანს გავიდა დრო და დღეს დღეობით ეს სეროზული ბიზნესია და შეგიძლია პირდაპირ გაარკვიო საჭირო ხალხთან რა ჯდება შენი საიტის რეიტინგში პირველ გვერძე განთავსება ოღონდ როგორი გზებით მოხდება ეს უბრალოდ არ უნდა დაინტერესდეთ.
ამ სტატიით მინდოდა მეთქვა რო ერთადერთი ქარტული სტატისტიკის საიტი TOP.GE იძლევა არარეალურ შედეგს და რეიტინგს, ასე რომ ნუ ენდობით ამ საიტის მონაცემებს და ნუ დაიჯერებთ რომ აღნიშნულ საიტებს ამდენი მომხარებელი ყავთ, ასევე ხვალე შეიძლება რაიმე “პროექტი.გე" შეიქმნას და ზეგ პირველ გვერძე აღმოჩნდეს რეიტინგში პირდაპირ, ეს უკვე არაერთხელ მომხდარა.