x
image
მანჩო 777
შოტლანდიელი მწყემსების მიერ გამოგონებული უჩვეულო და აზარტული თამაში - გოლფი (+ ძალიან საინტერესო ვიდეოები)
ჩააგდო ბურთი ლუზაში 200 მეტრი მანძილიდან...ნუთუ ეს შესაძლებელია? თურმე შესაძლებელია და მერე როგორ?


image


ითვლება, რომ გოლფის თამაში ჩაისახა შოტლანდიაში და ის გამოიგონეს მწყემსებმა, რომლებიც კომბლების საშუალებით ქვებს კურდღლის სოროებში აგდებდნენ. თამაში სავარაუდოდ უკვე არსებობდა XIV საუკუნეში, ხოლო XV საუკუნეში შოტლანდიაში გამოვიდა კანონი, რომელიც "გოუფის" (ასე ეწოდებოდა თავდაპირველად) თამაშს კრძალავდა.

XVII საუკუნეში გოლფს უკვე ნიდერლანდებშიც თამაშობდნენ, ხოლო დღევანდელი დასრულებული და დახვეწილი სახით ის საბოლოოდ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა.


გასაოცარი და დაუჯერებელი ჩაგდებები პირველივე ტყორცნაზე, ეგრეთ წოდებული "HOLE IN ONE", გოლფში ძალიან იშვიათია. ასე რომ, იღბლისა და გამართლების გარეშე ამის განხორციელება თვით ყველაზე გამოცდილ მაღალი კლასის მოთამაშეებსაც კი გაუჭირდებოდათ.

ასეთი ჩაგდების ალბათობა 1: 46000 შეადგენს.

დამეთანხმებით, რომ ეს მართლაც იშვიათობა და ულამაზესი სანახაობაა, მაგრამ აბა რას იტყოდით ორი ასეთი ჩაგდების განხორციელებაზე ერთ რაუნდში? სწორედ ეს გააკეთა ამას წინათ კასანდრა კომამ ოკლაჰომას უნივერსიტეტიდან: მან ერთ რაუნდში ორჯერ შეასრულა "Hole in One", მაგრამ მისი განმეორების ალბათობა ძალიან მცირეა და 64 მილიონში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოხდეს.



ძალიან ხშირად ტურნირებზე პირველივე სროლით განხორციელებული მოხვედრით მოთამაშემ შეიძლება მოიგოს ძვირფასი პრიზები, მაგალითად, ძვირადღირებული ავტომობილი ან თანხა მილიონ დოლარამდე.

გთვაზობთ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია გოლფის თამაშის დროს შესრულებული "HOLE IN ONE"-ის ყველაზე საინტერესო ტოპ-ათეული.



გოლფის სათამაშო მოედანზე ათასგვარი დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეს: ბუჩქები, ხეები, მაღალი ბალახი, პატარა მდინარე თუ ქვიშით სავსე ბუნკერები. დაოსტატებული მოთამაშეები სწორედ ასეთ უხერხულ სიტუაციებში ახერხებენ დარტყმის განხორციელებას.


ამ ვიდეოში გადმოცემულია ყველაზე საინტერესო და რთული სიტუაციები გოლფის თამაშის დროს.


0
167
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0