x
სომხეთ-აზერბაიჯანის ომი დაიწყო

“აზერბაიჯანული არმია აწარმოებს სროლებს სომხეთის საბრძოლო პოზიციების მიმართულებით, როგორც ჩვეულებრივი შეიარაღებიდან, ასევე საარტილერიო დანადგარებიდან. აზერბაიჯანლები იყენებენ ნაღმმტყორცნებს, სარაკეტო-საზენიტო დანადგარებს“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის მინისტრის სეირან ოჰანიანის საგანგებო განცხადებაში.
“წუხანდელი ღამის ჩათვლით, 9 სამხედრო დავკარგთ აზრბაიჯანულმა მხარემ. ფაქტობრივად, საომარი მოქმედებებია. სომხების ვერსიით 14 აზერბაიჯანელია დაღუპული. თუ გავითვალისწინებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 51-მდე ადამიანია დაღუპული მხოლოდ წუხანდელი შეტაკებების შედეგად სომხეთის მხრიდან, მაშინ უკვე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფრონტზე მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ძალიან გაკვირვებული ვარ სომხეთის საინფორმაციო საშუალებების დუმილით, რომლებმაც ნაცვლად მათთვის ჩვეული ისტერიკისა, პირში წყალი ჩაიგუბეს. მაშინ, როცა აზერბაიჯანში გლოვაა დაღუპულების გამო, და ყველამ ვიცით, რომ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, მაშინ, როცა სომხეთის არმიამ ბევრად მეტი ადამაინი დაკარგა ვიდრე ჩვენ, ვერცერთ ინფორმაციას ვერ იპოვი სომხურ გამოცემებში წუხელ ყარაბაღში შეტაკებების შესახებ. შესაძლოა, ეს მათი დანაკარგის შედეგად გამოწვეული დუმილია“-აცხადებს აზერბაიჯანური წყაროს მომწოდებელი
image

0
257
2-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0