x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512639
რას ნიშნავს სახელი "შავფაროსნები" და რაში ეჯიბრებოდნენ ქართველი ქალები ერთმანეთს
საქართველოს ისტორია, ომების ისტორიაა, ქართველები image
საუკუნეების განმავლობაში ვებრძოდით სხვადასხვა რჯულის მტერს. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების განვითარებას, შეიქმნა უნიკალური იარაღები რომლებსაც მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში თუ შევხვდებით, ჩვენამდე ბევრი მათგანი არ მოაღწევდა, რომ არა ამ საქმის მოყვარული ენთუზიასტები, რომლებმაც ოცი წლის წინ დაიწყეს ძველი ტრადიციების გაცოცხლება. დღეს მათ საქმეს ახალგაზრდა "შავფაროსნები" აგრძელებენ და ყველანაირად ცდილობენ ჩვენი წინაპრების შემოქმედების პოპულარიზაციას.

ირაკლი ქოქოსაძე-ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტი:

"ქართული საბრძოლო ხელოვნება საკმაოდ ძველია. არსებობს ისტორიული ფაქტები იმის შესახებ, რომ ხშირად ერთი ქართველი მტრის ათ ჯარისკაცს ანადგურებდა, ეს თითქოს დაუჯერებელი წარმატება, დიდიწილად საბრძოლო ხელოვნების დამსახურება იყო. ბევრი შეჯიბრება თუ თამაში მე-19 საუკუნეში მეფის რუსეთის მიერ აიკრძალა და დავიწყებას მიეცა, ორი ათეული წლის წინ, ჩვენმა უფროსმა თაობამ ისინი კვლავ აღადგინა. მას შემდეგ ნელ-ნელაimage
გავიზარდეთ, 2011 წელს კი ფედერაციად ჩამოვყალიბდით. დღესდღეობით ფედერაციაში ოთხასამდე წევრია საქართველოს მასშტაბით. მოსწავლეები ძალიან ბევრი გვყავს, მათი ასაკი 5-7 წლიდან იწყება. ჩვენთან ვარჯიშის საფასური მცირეა და მხოლოდ დარბაზის გადასახადს მოიცავს, თუმცა ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს გადასახადიც აღარ იყოს. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღება. "შავფაროსნები" კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით შეიქმნა, ყველა ვარჯიშს ლოცვით ვიწყებთ, ყოველ კვირას მეუფესთან დავდივართ, "შავფაროსნების" დევიზიც ქრისტიანულ ფილოსოფიას ემყარება, იგი შემდეგნაირად ჟღერს: სიბრძნე, სიმართლე და ძალა, ეს სამი სიტყვა სახარების სულხან-საბასეული განმარტებაა, მისი არსი ასეთია: მართალი ადამიანი რომელსაც არ აქვს ძალა, ვერ დაიცავს საკუთარ სიმართლეს, ბრძენი რომელსაც არ აქვს სიმართლე, ბრძენი არ არის, ძალა კი სიბრძნისა და სიმართლის გარეშე არ არსებობს. ეს სამი კომპონენტი ერთმანეთს ავსებს.

რაც შეეხება ჩვენს სახელს-"შავფაროსნები" ეს ახალგაზრდა თაობის იდეაა. შავფაროსნები ყოფილა მცირე ქართული დაჯგუფება, მასზე ინფორმაცია სპარსულ ისტორიულ წყაროებში გვხვდება, ჯგუფის წევრებს ჰქონდათ გამურული ფარები, ეცვათ შავი ტანისამოსი, ისინი ღამის განმავლობაში თავს ესხმოდნენ მრავალრიცხოვან მტერს და დიდ ზიანსაც აყენებდნენ. სწორედ ამ უცნობი გმირების პატივსაცემად დავირქვით ეს სახელი".


ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე შეყვარებულმა ახალგაზრდებმა ბევრი მივიწყებული შეჯიბრება და თამაში აღადგინეს, მათ შესახებ ზურაბ შავარდაშვილი გვესაუბრება:

"2011 წელს აღდგა ქალაქური კრივის ტრადიცია, იგი ყარაჩოხელების დროიდან იღებს სათავეს, კრივი მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო თბილისში და იმ პერიოდის დიდ გასართობადაც ითვლებოდა. მისი წესები მარტივია, არ არსებობს წონის შეზღუდვა, მოკრივეების ეკიპირებაში შედის ხელთათმანი, ჩაფხუტი და საზარდულის დამცავი. ქალაქურ კრივში შესაძლებელია ხელის, ფეხისა და იდაყვის დარტყმა. ჩხუბი ერთ-ერთი მებრძოლის დავარდნამდე გრძელდება, ხელისა და მუხლების მიწაზე დადება წაგებად არ ითვლება. დანებების შემთხვევაში მოასპარეზე მოწინააღმდეგეს ცალ მუხლზე დადგომითა და ხელის გულზე მიდებით ესალმება. ქალაქური კრივის მებრძოლები ერთმანეთს ლოდის გადაგორებაშიც ვეჯიბრებით, რომლის წონა ოთხასი კილოგრამია. ესეც რა თქმა უნდა ტრადიციაა, საქართველოში დღესაც არის შემორჩენილი რამდენიმე ლოდი, ამ დანიშნულებით, მას "საჯილდაო ქვას" ეძახიან. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრში თურმე ჩვენი წინაპარი ქალებიც მონაწილეობდნენ.

image კიდევ ერთი საინტერესო პაექრობა საბრძოლო ჭიდაობაა. ეს ბრძოლაც წაქცევამდე გრძელდება, ამიტომ სპორტსმენისთვის მთავარია ფეხზე მყარად დგომა. ჭიდაობა მისალმებით იწყება(გულზე ხელის მიდება და თავის დაკვრა) აკრძალულია თითის მიჭერა ყელში, თვალებში, ასევე ყველანაირი დარტყმა. ბრძოლა ორ წუთს გრძელდება.

"შავფაროსნებმა" სხვადასხვა თამაშებიც გავაცოცხლეთ, ერთ-ერთი მათგანია ლელო, რომელიც მხოლოდ გურიაში იყო შემორჩენილი. ამ თამაშში 30-მდე ვაჟი მონაწილეობს, თამაშის ადგილი ვრცელი და თავისუფალი უნდა იყოს, მოედნის თავი და ბოლო კი ხაზებით მონიშნული. მოთამაშეები ორ ჯგუფად იყოფიან. თითოეული გუნდი ცდილობს ბურთი მოწინააღმდეგის ხაზს გადააცილოს, რასაც ლელოს გატანა ეწოდება. წინასწარ არის დათქმული თუ რამდენ ლელომდე გაგრძელდება თამაში. ძველად ლელოს ბურთი ოცდათორმეტ კილოგრამიანი ყოფილა, ბოლო დროს კი მისი წონა რვა კილოგრამამდე დავიდა.

გარდა სპორტული შეჯიბრებებისა გვაქვს სანახაობრივი მიმართულებაც, ამაში იგულისხმება ძველი იარაღების დემონსტრირება და იმ საბრძოლო ხერხების ზუსტი იმიტაცია რასაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. რა თქმა imageუნდა რაღაც მომენტში მებრძოლები ჩერდებიან რათა ერთმანეთს სერიოზული ზიანი არ მიაყენონ. ამ შოუსთვის და არა მარტო მისთვის ჩვენ ძველი იარაღებიც აღვადგინეთ, ეს უპირველესად ბაქარ ნათენაძის დამსახურებაა".

ბაქარ ნათენაძე: "დღეისთვის არსებობს ქართული იარაღების სახელოსნო, მე საკუთარი ხელით ვაკეთებ მათ, "გაცოცხლებული" გვაქვს ისეთი იარაღები როგორიცაა: ჯაჭვის პერანგი, ნაჯახი, ხანჯლები, მათრახი, მშვილდი და ა.შ. "შავფაროსანთა" კლუბში სპორტული თამაშების გარდა ძველქართული საჭურვლის დამზადებაც ისწავლება, ბევრი მოსწავლე გვყავს, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს ჩვენი უნიკალური საბრძოლო ტრადიციების შესახებ.

1
386
4-ს მოსწონს
ავტორი:Dato1117
Dato1117
386
  
2012, 24 ნოემბერი, 14:09
მაგარი კლუბია მაგრან ცოტა ცამოყალიბება უნდა ისე რო ტელევიზიითაც იქნას გადმოცემული და კიდევ საბრძოლო იარაღების შოუ შეიDლება გადაიქცეს ჩემპიონატად ისეთი სისტემიტ როგორიცაა კარატის ერთ_ერთი სახეობა სადაც 1 მებრძოლი გამოდის და იარაღიტ ახდენს დემონსტრირებას და შეცდომებით და გარკვეული მოძრაობის შესაბამისი ქულების შეჯამებით ვლინდება გამარჯვებული
0 1 1