x
ნარკომანია - სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემა
ნარკომანია - დღევანდელი რეალობისთვის ყველაზე აქტუალური
და პრობლემური საკითხია. მას შეიძლება დაავადება, სენი ვუწოდოთ. ან
ცხოვრების წესი, რომელიც თითოეული მომხმარებლის ღამის კოშმარი ხდება. „სიცოცხლედ ღირებული სიამოვნება“, რასაც დამანგრეველი
ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ადამიანზე. იგი არა მხოლოს ფიზიკურად ანადგურებს, არამედ
მძიმე ფსიქოლოგიურ და სოციალურ დაღს ასვამს ინდივიდს.


image

უმეტეს შემთხვევაში მისკენ ლტოლვას საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა, მძიმე სოციალური

და ემოციური ფონი უწყობს ხელს. სტრესი, პრობლემები და გამოსავლის არარსებობა უბიძგებს
ადამიანებს ნარკოტიკისკენ. უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლები ახალგაზრდები გახლავთ.
ხშირად მათ არ იციან, რა უნდათ. ბევრია შემთხვევა, როცა მშობლებთან, ოჯახთან, გარშემომყოფებთან
დაძაბული ურთიერთობა აქვს, თვლიან, რომ მათ ვერ უგებენ, ზედმეტები არიან, ამის გამო
ისინი განიცდიან შფოთვას, მორიდებულობას, საკუთარ თავში ჩაკეტვას, თვითგვემას. უყალიბდებათ სოციოფობია - საზოგადოების
შიში, რაც, ბუნებრივია, ს


ოციუმთან ურთიერთობას იმთავითვე გამორიცხავს. სამწუხაროდ კი, მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ნარკოტიკს სხვა მეტად
მძიმე პრობლემებთან მივყავართ.

ნარკოტის გამოყენმებისთანავე შეინიშნება ინდიდივის მკვეთრი

ფსიქოლოგიური ცვლილებები, იგი ხდება ჩაკეტილი, აგრესიული, ნაკლებკომინაკებელური. ნარკოტიკებზე
დამოკიდებული, რაც მის ასოციალურობას, საზოგადოებისგან გამიჯვნას განაპირობებს. ცივდება
გარემოსადმი, შემოქმედებისადმი, შრომისადმი. უქრება თვითმიზანი, მოტივაცია და სახეზე
გავქვს ინდივიდი, რომლის პიროვნებაც ამ თითქოს უწყინარი თეთრი ფხვნილის მიერაა შთანთქმული.


ამ პრობლების აღმოსაფხვრელად საჭიროა საზოგადოებამ, როგორც ერთიანმა ცოცხალმა ორგანიზმა

გაითავისოს იგი, როგორც საერთო სენი. იზრუნოს კეთილსასურველი გარემოს შექმნისთვი

ს.
მეტად დაუახლოვდეს ნარკოტიკების მომხმარებლებს, მიაწოდოს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია,
რათა ზუტად იცოდნენ, თუ რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ნარკოტიკის ერთჯერადმა გასინჯვამაც
კი.

აუცილებელია იმ გზებისა

და მეთოდების შემუშავება, რომლებიც ნარკოტიკისგან თავის დახსნას
შეუწყობს ხელს. იგი დაახლოებით ასე გამოიყურება:

1) საერთო გამაჯანსაღებელი მკურნალობა;


2) ნარკოტიკულ ცენტრში რეაბილიტაცია;


3) ფსიქოთერაპია;


4) საზოგადოების სოციალური დახმარება.



ამ და არამარტო

ამ მიდგომების კომპლექსუ

რად გამოყენება დაგვეხმარება საერთო სენის დაძლევასა და სოციუმის
ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სოციალურად გაძლიერებაში.




თინათინ გოგმაჩაძე

0
270
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ გოგმაჩაძე
თინათინ გოგმაჩაძე
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0