ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო.როგორც ბი-ბი-სი აცხადებს ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა რომ აშშ შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს, რომლებიც ენერგეტიკის, თავდაცვის და ფინანსების სფეროებს ეხება.ობამას განცხადებით ამ სანქციების მიზანია რუსეთის ეკონომიკას მიაყენონ დარტყმა და ეს იქნება სასჯელი იმისათვის, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში.
ჟურნალისტის კითხვას ხომ არ ნიშნავს ეს "ცივი ომის" დაწყებას, ობამამ უპასუხა ეს არ არის ცივი ომი, ეს არის კონკრეტული ზომა იმის გამო, რომ რუსეთს არ სურს აღიაროს უკრაინის უფლება იმისა რომ უკრაინამ თვითონ აირჩიოს თავის მომავალი.