x
image
რუსუდან ბერიძე
გამოჩენილი ექსცენტრული მხატვრის–სალვადორ დალის უწყინარი ეშმაკობანი!
image

გამოჩენილ და ცნობილ ექსცენტრიულ მხატვარს სალვადორ დალის, მოწონდა საკუთარი თავის წარმოჩენა და მისი ნამუშევრების შეფასება.მაგალითად მას შეეძლო შეცდომაში შეეყვანა მყიდველი, რომ ის თავის ნამუშევრებში იყენებდა საოცარ საღებავებს რომელსაც ღებულობდა ცხოველების შხამის შერევით საღებავებთან, ამიტომ ეს ნამუშევარი ღირდა 1000 000$.

მეტად ეშმაკურად ის რესტორნის მფლობელებს ექცეოდა.შეაგროვებდა მეგობრებისა და ნაცნობების ჯგუფს და დაპატიჟებდა პრესტიჟულ რესტორანში, სადაც მხიარულად გაატარებდნენ მთელ საღამოს.უმასპინძლდებოდა ყველას საუკეთესო კერძებითა და სასმელებით რესტორნის მენიუდან.

როდესაც ანგარიშის გასწორების დრო მოვიდოდა, მხატვარი ხელგაშლილად მოაწერდა ხელს უზარმაზარი თანხის ჩეკზე, შემდეგ კი...გადააბრუნებდა ამ ჩეკს და რამდენიმე თბილ სამადლობელ სიტყვას დაწერდა რესტორნის მფლობელის მისამართით.გაანგარიშება მარტივი იყო:ამ გენიალური მხატვრის დიდებიდან გამომდინარე, რესტორნის მფლობელი ვერ გაბედავდა გაენაღდებინა ის ჩეკი რომელზეც ცოცხალი გენიის ორიგინალური ხელწერა იყო!ასე ხდებოდა ყოველთვის.რესტორნის მეპატრონე ფიქრობდა რომ დადგებოდა დრო როცა ეს ხელნაწერი გაცილებით ღირებული იქნებოდა ვიდრე ამ ჩეკით გასანაღდებელი თანხა.მხატვარიც ამ ეშმაკობით უამრავ ფულს ზოგავდა და ნაცნობ-მეგობრებიც უდაოდ კმაყოფილი ყავდა.


p.s.ჩვენს გენიალურ მხატვარს ნიკო ფიროსმანს, რომელსაც სიცოცხლეში აღიარება არ ღირსებია და კიბის ქვეშ სარდაფში ცხოვრობდა, ერთი ჭიქა არაყისა და ერთი მათლაფა სადილის საფასურად მთელი თბილისის დუქნები მოახატვინეს და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარეს გენიალურ მხატვარად.კარგია როცა აღიარება სიცოცხლეშივე გხვდება წილად და სათანადო დაფასებას დაიმსახურებ.სამწუხაროდ საქართველოში უფრო მეტად სიკვდილის შემდეგ აფასებენ ღირსეულ და ნიჭიერ ადამიანებს!

0
71
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0