x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
პედაგოგიური ინტერესი ფსიქოანალიზისადმი

ფსიქოანალიზთან აღზრდის მოძღვრების მნიშვნელოვანი ინტერესი ემყარება ევიდენტურად გამხდარ დებულებას: აღმზრდელი შეიძლება მხოლოდ ის იყოს, ვისაც შეუძლია ბავშვის სულიერ ცხოვრებაში შთაგრძნობა; ჩვენ, ზრდადასრულებულები, ვერ ვგებულობთ ბავშვებს, ვინაიდან ჩვენ საკუთარ ბავშვობას ვეღარ ვიგებთ. ჩვენი ბავშვობის ამნეზია იმის საბუითია, თუ როგორ ვართ მისადმი გაუცხოებულნი. “ მართალია, ფსიქოანალიზმა აღმოაჩინა ბავშვობის სურვილები, აზრთა წარმონაქმნები, განვითარების პროცესები, მაგრამ ყველა ადრეული მცდელობა იყო ფრიად არასრულყოფილი და შეცდომაში შემყვანი.'' სკეპტიკური განცვიფრება, როლითაც მიიღეს ფსიქოანალიზის გარანტირებული ცნობები ბავშვობის თაობაზე-ოიდიპოსის კომპლექსი, საკუთარი თავის შეყვარება(ნარცისიზმი), პერვერსიული მიდრეკილებანი-უყურადღებოდ ტოვებს დისტანციას, რომელიც ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ჩვენს შეფასებას, ჩვენს სულიერ პროცესებს თიშავს ასევე ნორმალური ბავშვისგან.

ბავშვებთან გარედან უხეშ დათრგუნვას ძლიერი ლტოლვებისას არასდროს არასდროს არ მოაქვს მათი ჩაქრობა ანდა დაუფლება, არამ4ედ ახდენს განდევნას, რომელიც მოგვიანებით ნევროტული დაავადების მიდრეკილებას ქმნის.

ფსიქოანალიზი ასევე გვასწავლის, თუ რა ღირებული წვლილი შეაქვს ხასიათის ფორმირებაში ბავშვოის ასოციალურ და გაუკუღმართებულ ლტოლვებს, როცა ისინი განდევნას არ ექვემდებარებიან, არამედ სუბლიმირების პროცესით წარიმართებიან მათი საწყისი მიზნებიდან უფრო ღირებულისაკენ.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:თინიკო ორველაშვილი
თინიკო ორველაშვილი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0