"გასამხედროებული" შეხვედრა სუპერ - მოდელსა და მილიარდელ ბიზნესმენს შორის ( + ბევრი ფოტო )
!["გასამხედროებული" შეხვედრა სუპერ -
მოდელსა და მილიარდელ ბიზნესმენს
შორის ( + ბევრი ფოტო ) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014072819451030087.jpg)
ავსტრალიელი სუპერ მოდელი მირანდა ქერი გავრცელებული ინფორმაციით გასულ კვირაში საიდუმლოდ შეხვდა ავსტრალიელ მილიარდელს ჯეიმს პაკერს. როგორც წყარო გვამცნობს, ისინი ერთმანეთს ნიუ იორკში შეხვდნენ, თუმცა კვალის ასარევად და ინტერესით შეპყრობილი საზოგადოების დასაბნევად წყვილმა ავტომანქანის შეცვლაც კი იკადრეს. ორივენი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკაში. ბიზნესმენს ბედმა გაუღიმა, როდესაც ფილმის პრემიერაზე საკუთარმა მეგობარმა და ბიზნეს პარტნიორმა ბრედ პატნერმა წითელ ხალიჩაზე მიიწვია. პატნერი კი ამ ფილმის დირექტორია.!["გასამხედროებული" შეხვედრა სუპერ -
მოდელსა და მილიარდელ ბიზნესმენს
შორის ( + ბევრი ფოტო ) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014072819364430087.jpg)
ნიუ იორკის სასტუმრო, სადაც წყვილის შეხვედრა მოხდა, პაპარაცებით იყო გარშემორტყმული. ამიტომ ვერსად დაიმალებოდნენ და ცალ - ცალკე მოხდა მათი გამოსვლა სასტუმროს ნომრებიდან - წერს წყარო. აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ მათი შეხვედრა სულ რაღაც 15 წუთი გაგრძელდა.სტატიის ავტორს არც ის დავიწყებია, თუ როგორ ისვენებდა მოდელი გასულ თვეში ავსტრალიელი მილიარდელის საკუთარ იახტაზე, რაზეც მეტყველებს მირანდას იახტის ნომერში გადაღებული ფოტო, რომელიც მოდელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.!["გასამხედროებული" შეხვედრა სუპერ -
მოდელსა და მილიარდელ ბიზნესმენს
შორის ( + ბევრი ფოტო ) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014072819383430087.jpg)
ულამაზესი მოდელის ამ საქციელს გულშემატკივრების მთელი არმია გამოეხმაურა, სადაც ისინი ჯეიმს პაკერს " მახინჯს" უწოდებენ და მოუწოდებენ მირანდას, რომ არ ღირს ამ " მახინჯისთვის" იმ ულამაზესი ოჯახის დანგრევა, რასაც სამი წლის ფლინი და ორლანდო ბლუმი ჰქვია.!["გასამხედროებული" შეხვედრა სუპერ -
მოდელსა და მილიარდელ ბიზნესმენს
შორის ( + ბევრი ფოტო ) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014072819395230087.jpg)
!["გასამხედროებული" შეხვედრა სუპერ -
მოდელსა და მილიარდელ ბიზნესმენს
შორის ( + ბევრი ფოტო ) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014072819400630087.jpg)
თავის მხრივ მილიარდელსაც ჰყავს ოჯახი - მეუღლე და სამი შვილი. ჯეიმს პაკერი ცოლთან 6 წელი ცხოვრობდა და საკმაოდ ბედნიერებიც იყვნენ, რომ არა წლების მანძილზე სუპერ მოდელის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა.!["გასამხედროებული" შეხვედრა სუპერ -
მოდელსა და მილიარდელ ბიზნესმენს
შორის ( + ბევრი ფოტო ) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014072819411430087.jpg)
ბრიტანული საიტი ავსტრალიაში დაუკავშირდა მირანდა ქერის მენეჯერს, მაგრამ სამწუხაროდ პოპულარულმა საიტმა მენეჯერისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო, თუმცა ცნობილია, რომ ოფიციალურ წარმომადგენელს არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ გაუცია დაინტერესებული მხარისთვის - წერს "dailymail".